რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქის საქმეთა საგუბერნიო საკრებულოში საბჭოს წარმომადგენლად არჩეული ვ. ს. მიქელაძე კავკასიის მთავარმართებელმა დაამტკიცა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 3 დეკემბერს გამართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ ჯორჯაძე საბუის არჩილ ჯორჯაძის სახელობის სამკითხველოს გამგე იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მთავრობამ თედო სახოკიას საქართველოში დაბრუნების ნება დართო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ციმბირიდან გაქცეული თედო სახოკია პარიზში ცხოვრობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 დეკემბერს ბათუმში ჩავიდა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქ ფოთის გამგეობის მდივნად დაინიშნა კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის დეკემბერში თბილისის ფარმაცევტთა საზოგადო კრებამ ილია ალხაზიშვილის ნაცვლად გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია აფთიაქის პატრონი ბახჩიევი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება ჩატარდა, რომელსაც 24 რწმუნებული უნდა აერჩია. კრების ი. ა. თაიროვი თავმჯდომარეობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თელავის მაზრის უფროსმა განსევიჩმა თანამდებობა დატოვა, მის ადგილას ახალქალაქის მაზრის უფროსი კარლ ზისერმანი დაინიშნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა რეჟისორ ვალერი გუნიას პიესა „ცქრიალა" წარმოადგინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 ივნისის „დროების“ ცნობით, კარაპეტ მხითაროვმა, საქო ლოტუევმა და ზაალ ყულიჯანოვმა ნაბახტევის საზოგადოებას მოტყუებუთ, პოლიციის სახელით ქათმები და ყველი გამოართვეს, რის გამოც დეკანოზოვმა ისინი დაიჭირა.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, შილდოვსკისამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. კაპანაძე თბილისის ხელოსანთა უფროსი იყო.