საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88531

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გამგეობის წევრებს 1916-1917 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელთა მიზანი იყო სახალხო პირველდაწყებითი სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სამკითხველოების მოწყობა, ქართულენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა, საკუთარ წიგნთა საწყობების მოწყობა, ეროვნული მუზეუმისთვის ძველი ხელნაწერებისა და ისტორიულ-არქეოლოგიური საბუთების შეკრება.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს სეით იაშვილმა დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს სეით იაშვილმა ჩააბარა ოდესის უნივერსიტეტში.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლიდან დიმიტრი მაქსიმეს ძე დუმბაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წლიდან ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმ წელს მთავარ გამგეობაში 36 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 226 საკითხი განიხილეს. ეს ფაქტი ვარლამ ბურჯანაძემ დაადასტურა.

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის II განყოფილებაში ირიცხებოდნენ: პავლე გუგუშვილი, ივანე არლოვსკი, გიორგი ბერაია, სამსონ მაქანდაროვი, გიორგი გრძელიძე, გიორგი საბაშვილი, მელიტონ ტაბიძე, ლუკა დავითაია, ნესტორ ჭიჭინავა, ივანე კლარჯიშვილი, პართენ გუგუშვილი, იულონ ლომაია, ალექსანდრე მიმინაშვილი, ბესარიონ რუხაძე, ალი მემედ აჯი ზადე, სემენ მემედ ბეკ ბეკოვი, ალექსანდრე ბერაია, ივანე გრიგოლია.

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის III განყოფილებაში ირიცხებოდნენ: ალექსანდრე ხოფერია, სოლომონ აროშიძე, ნიკოლოზ კაკაბაძე, ვლადიმერ შალიკაშვილი, ილია გეგენავა, ვლადიმერ ქადეიშვილი, აბდულ მემედ ბეკ ბეკოვი.

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის IV განყოფილებაში ირიცხებოდნენ: ლევან კოპალაძე, ვასილ (ვასო) კავთელაძე, ამბაკო ბახტაძე, ალექსანდრე თურქესტანოვი.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 27 აპრილს ბათუმის ადგილობრივი კომიტეტის წევრმა ჰუსეინ ბეგ აბაშიძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ თავის მამულს (100 კვადრატულ საჟენს) საზოგადოებას შესწირავდა სკოლის შენობისთვის.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 16 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები გამოეგზავნათ: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „კონა“ ოც-ოცი ცალი, ჯაჯანაშვილის ამოცანები ათი ცალი, იოსელიანის საღმრთო ისტორია და კალენდარაშვილის სახელმძღვანელო ოცი-ოცი ცალი, გოგებაშვილის რვეულები N1 და N2 სამოც-სამოცი ცალი, რუსული წერის რვეულები სამოცი ცალი, სურათები ათორმეტთა დღესასწაულთა ერთი ცალი და ერთი ფუთი კალმები.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 27 აპრილს ბათუმის ადგილობრივი კომიტეტის წევრმა, ჰუსეინ ბეგ აბაშიძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ბათუმის სკოლის გადატანას ქობულეთში აპირებდნენ. თუ ბათუმში დატოვებდნენ, საზოგადოებას სკოლისთვის სახლს ერთი წლით უფასოდ დაუთმობდა. საზოგადოებას მხოლოდ სახლის თავისი ხარჯით შეკეთება მოუწევდა, რაც 1500 მანეთი დაუჯდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო ყულაბები, რომლებიც განყოფილებას 4 სხვადასხვა ადგილას ჰქონდა განაწილებული. ყულაბების შემოსავალი საანგარიშო წლის განმავლობაში 32 მანეთსა და 59 კაპიკს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ურჩია ყულაბების რიცხვი გაემრავლებინა. ისინი დაედგათ მაღაზიებში, აფთიაქებში საკრედიტო დაწესებულებებში, საზოგადო საკრებულოში და სხვ. განყოფილების გამგეობამ მიიღო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძის წინადადება და შეიტანა ოქმში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო წარმოდგენებისა და სეირნობების გამართვა იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენებიდან და სეირნობებიდან შემოსული თანხა 103 მანეთსა და 40 კაპიკს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ მიმდინარე წელს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენებიდან და სეირნობებიდან შემოსული თანხა 840 მანეთს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის 14 იანვარს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენიდან შემოსული თანხა 350 მანეთს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ მიმდინარე წელს ყვირილის განყოფილების მიერ გამართული წარმოდგენებიდან და სეირნობებიდან შემოსული თანხა ჯამში 1190 მანეთს შეადგენდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას გადაწყვეტილი ჰქონდა შემოსავლის გასაზრდელად ყოველი წლის 14 იანვარს, ნინოობას წარმოდგენა გაემართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო სხვადასხვა პირის შემოწირულობა იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფდა 68787.46 მანეთს, სასკოლო ხარჯისთვის — 47294.14 მანეთს, ბიბლიოთეკებში სახალხო სამკითხველოების მოსაწყობად — 3230-ს, მუზეუმებისთვის კი — 8183.30 მანეთს.