რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება თარიღი კლებადობით
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკისგან გამოყოფილი 500 თუმნიდან 50 მანეთი განკუთვნილი იყო წინა წელს იალტაში, ნიკიტის სასწავლებელში, წასული ერთი მასწავლებლისა და ერთი მოსწავლის გზის ხარჯისთვის.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 თებერვალს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა შილერის „ავაზაკები“, რომელშიც მთავარი როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 თებერვალს დიდი მთავარი ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვი ბორჯომიდან თბილისში ჩამოვიდა და მეორე დღეს უკან დაბრუნდა.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 16 თებერვალს ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი გერასიმე ნიკოლოზის ძე აბზიანიძე გარდაიცვალა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 15 თებერვალს გორში რატილის ლოტბარობით გამართულ სიმღერის ქართული გუნდის კონცერტს დივერტისმენტი მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობდნენ სვიმონიძე და ადამიძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 15 თებერვალს ქალაქ გორში რატილის ლოტბარობით სიმღერის ქართულმა გუნდმა კონცერტი გამართა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა დავით ერისთავის „სამშობლო“.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი იუწყება, რომ შიო ალექსის ძე ჩიტაძე იყო გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძის ძმა.
1892
ტიპი: ღონისძიება
„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი გვამცნობს, რომ მიხეილ ერისთავი სადილად იყო მიწვეული ქარელში ა. ნ. ციციშვილთან, რის შემდეგაც სოფელ ზემო ხვედურეთში მიმავალს ფიზიკურად დაუპირისპირდა მჭედლიშვილი.
1892
ტიპი: თანამდებობა
„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომრის ცნობით გორის მაზრის უფროსად უნდა დაენიშნათ პოლკოვნიკი რევაზ შალვას ძე ერისთავი.

