რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ ამცნო, რომ დროებით მას ჩაუბარებია განყოფილების საქმეები და ფული. თანხა 990 მანეთს შეადგენდა, აქედან 600 მანეთი ცხინვალის ფოსტის სალაროში ინახებოდა, 383 მანეთი და 50 კაპიკი – ცხინვალის საამხანაგო საკრედიტო ბანკში, ხოლო დანარჩენი – პირადად ოქროპირიძესთან. ოქროპირიძის თქმით, ეს თანახა არ იყო საკმარისი განყოფილებისთვის შენობის შესაძენად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების 1916 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1916 წელს სულ შემოვიდა 6 მანეთი და 55 კაპიკი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების 1916 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. 1916 წლის პირველ ნახევარში ჩატარდა 4 სხდომა და გაირჩა 4 საქმე. თავმჯდომარე და მდივანი 27 აპრილამდე ოთხივე კრებას დაესწრნენ, ამის შემდგომ კრებები შეწყდა, რადგან თავმჯდომარე, მდივანი და გამგეობის კიდევ სამი წევრი სამხედრო ბეგარაზე გაიწვიეს. განყოფილებაში დარჩა მხოლოდ დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე, რომელმაც ჩაიბარა განყოფილების საქმეები და ფული. 1916 წელს წევრთა საზოგადო კრება არ ჩატარებულა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ გაუგზავნა ცხინვალის განყოფილების 1916 წლის წევრთა სია. ოქროპირიძის თქმით, წევრთა რიცხვი მეტი იქნებოდა, მხოლოდ მასზე რომ არ ყოფილიყო დაკისრებული წევრთა ჩაწერა და ფულის შეგროვება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრმა და თავმჯდომარის დროებითმა შემცვლელმა იროდიონ ოქროპირიძემ შეატყობინა, რომ, მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, საზოგადო კრების მოწვევა ცხინვალში მან მხოლოდ მესამე მცდელობაზე, 27 დეკემბერს შეძლო. კრებებზე 60-მა პირმა 100-100 მანეთი საწევრო გადაიხადა, რომელიც საკრედიტო ამხანაგობაში შეინახეს. იქ ინახებოდა წინა წლებიდან დარჩენილი 1335. 22 მანეთიც.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის პირველი ნოემბრისა და 9 დეკემბრის დადგენილებების თანახმად, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში საზოგადო კრება მოიწვია, მაგრამ წევრთა სიმცირის გამო კრება არ შედგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მითითებით დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება, რომელსაც 80 პირი ესწრებოდა. სხდომა ვერ დასრულდა, რადგან მთვრალი მამაკაცი მივიდა და დებოში ატეხა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 27 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მითითებით, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ დაბა ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება. კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: იროდიონ ოქროპირიძე, გიორგი ბეგაშვილი, ვასილ იარალოვი, მარიამ ლობჟანიძე, ნინა ცერაძე, მიხეილ აბულაძე და შალვა კვანჩახაძე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ დაბა ცხინვალში მიწვეულ საზოგადო კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ: იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე, თამარა ლევანის ასული ერისთავისა, ფარსადან ევსევის ძე ლაშხი, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ დაბა ცხინვალში მიწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ: ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ივანე გიორგის ძე მაისურაძე, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი და ვასილ ანტონის ძე ხიდაშელი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 20 აგვისტოს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მიერ დაბა ცხინვალში მიწვეულ კრებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ: გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, სამსონ ანტონის ძე ბასიშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი, ლადო ალექსანდრეს ძე ცერაძე, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, მიხეილ ივანეს ძე მაჩაბელი, ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძე და ალექსი დავითის ძე ჯაბიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები: ბარბარე კვინიკაძე და მღვდლები – თადეოზ ხიზანაშვილი და ვასილ ხიდაშელი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 27 დეკემბერს დაბა ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები: ალექსანდრე კასრაძე, ზაქარია მიროტაძე და ვასილ ალექსანდრეს ძე ელიოზიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 დეკემბერს ცხინვალში გამართულ საზოგადო კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები – ლეო ხახანაშვილი და მღვდელი სერგეი ხუციშვილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ აუწყა, რომ დაბა ცხინვალში 1920 წლის 23 და 27 დეკემბერს ჩატარებულ საზოგადო კრებებზე არჩეულ იქნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების ახალი გამგეობა და სარევიზიო კომისია. ოქროპირიძის თქმით, საზოგადოება შეუდგებოდა მუშაობას მომავალი 1921 წლის იანვრიდან, ხოლო საწევროს შემომტანი 60 პირი 1920 წლიდან ჩაითვლებოდა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სრულუფლებიან წევრად.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: გიორგი გრიგოლის ძე გულარიძე, ალექსანდრე გრიგოლის ძე გულარიძე, ეკატერინე ალექსანდრეს ასული გულარიძე, ნიკოლოზ მაკარის ძე გაჩეჩილაძე, ნიკოლოზ სვიმონის ძე გელაძე, იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი, პავლე დიმიტრის ძე დიმიტრიადი და თამარ ლევანის ასული ერისთავისა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ალექსანდრე ივანეს ძე ეფრემიძე, სამსონ ფილიპეს ძე ელისაბედაშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე ელიოზიშვილი, მღვდელი გიორგი ივანაძე, ნინო ალექსანდრეს ასული ივაშჩენკო, მიხეილ ხარიტონის ძე ონიაშვილი, იოსებ ისაკის ძე კასრაძე, ალექსი სოლომონის ძე კვაღნიძე და ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: შალვა ლაზარეს ძე კვინიკაძე, დავით დავითის ძე კობალაძე, ოლღა ესტატეს ასული კორადლიშვილი, პავლე ბესარიონის ძე კიკვილაშვილი, ელენე ივანეს ასული კუმარიტაშვილი, ფარსადან იასეს ძე ლაშხი, იოანე სიმონის ძე ლაბაძე, სვიმონ ისაკის ძე ლაცაბიძე, მღვდელი მალაქია ლომიძე და გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: გიორგი დიმიტრის ძე მელიქიძე, კიმოთე დავითის ძე მენთეშაშვილი, პეტრე ზაქარიას ძე მინდიაშვილი, ივანე მიხეილის ძე ნასყიდაშვილი, დეკანოზი იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ელენე იროდიონის ასული ოქროპირიძე, ბესარიიონ იროდიონის ძე ოქროპირიძე, მღვდელი რომანოზ ოქროპირიძე, ივანე იასეს (ევსევის) ძე ორჯონიკიძე და ივანე იოსების ძე ორჯონიკიძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: მღვდელი ზაქარია საძაგლიშვილი, მღვდელი დავით სვიმონიშვილი, ფილიმონ ნიკოლოზის ძე სირაძე, მღვდელი ვლადიმერ ფილიპეს ძე უნაფქოშვილი, ვასილ დიმიტრის ძე ფავლენიშვილი, გიორგი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ვასილ გიორგის ძე ფავლენიშვილი, ივლიტა ანტონის ასული ფურცელაძე, კონსტანტინე გიორგის ძე ქარუმიძე, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ ნიკოლოზის ძე ჩაჩიკაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცერაძე, ღვთისწყალობა ღვთისწყალობას ძე ცერაძე, გალაქტიონ გრიგოლის ძე ცერაძე, იოსებ გრიგოლის ძე ცერაძე, მიხეილ დოროთეოსის ძე წინამძღვრიშვილი, მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი, ნიკოლოზ (ტარიელის) გაბრიელის ძე ჭონიშვილი, ზაქარია ივანეს ძე ხახიშვილი და მღვდელი ონისიმე ხიზანაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრები იყვნენ: გიორგი ერმოლოზის ძე ღვთისავარაშვილი, მღვდელი ვასილ ავგუსტის ძე ხიდაშელი, იასე ლევანის ძე ხიმშიაშვილი, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ხუციშვილი, ლავრენტი ლუკას ძე ჯობავა, ალექსი დავითის ძე ჯაბიძე, მღვდელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ვასილ გიორგის ძე ჯოხაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრები იყვნენ: მიხეილ ედიშერის ძე აბულაძე, ალექსანდრა ივანეს ასული ამაშუკელი, გრიგოლ არჩილის ძე ამაშუკელი, მღვდელი სამსონ ანტონის ძე ბასიშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე ბუჩუკური, ვლადიმერ ლუარსაბის ძე ბიბილური, გიორგი ივანეს ძე ბასიშვილი, დიმიტრი ივანეს ძე გელუტაშვილი, პართენ სიმონის ძე გოგოლაძე და მიხეილ გრიგოლის ძე გულარიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე მალხაზის ასულმა ორჯონიკიძემ დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს სთხოვა თავისი ანდერძის შედგენა.

