რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი კლებადობით
1890
ტიპი: თანამდებობა
არქიმანდრიტი ნიკოლოზი, რომელიც 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, შემდგომში ვარშავის არქიეპისკოპოსი გახდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს, მიუხედავად ცუდი დამოკიდებულებისა, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, ნიკოლაი დარსკიმ თევდორე კიკვაძეს შესთავაზა კიევის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და სარეკომენდაციო წერილსაც შეჰპირდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ ნიკოლოზს შეეძლო სემინარიაში მოწაფეთა აჯანყების მეთაურები სრულად გაერიცხა სემინარიიდან, თუმცა იგი მხოლოდ ყოფაქცევაში ოთხიანების გამოყოლებას დასჯერდა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს სახალინის ციხის უფროსმა ტუსაღი იოსებ ლაღიაშვილი შვილების მასწავლებლად აიყვანა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს სახალინის კატორღიდან გაქცეულმა იოსებ ლაღიაშვილმა და მისმა თანამგზაველებმა ტყეში ხეტიალის შემდეგ ნავი იპოვეს და ზღვაში შევიდნენ, ერთი კვირის შემდეგ მათი ნავი იაპონიის ნაპირზე გამოირიყა.
1890
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1890 წელს ამერიკაში ჩასულმა იოსებ ლაღიაშვილმა სახელი და გვარი გამოიცვალა და თომ კოქსი (სხვა მონაცემებით – ჯოზეფ ლანტე) გახდა.
1890
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1890 წელს ამერიკაში ჩასულმა იოსებ ლაღიაშვილმა ფერმაში დაიწყო მუშაობა, ინგლისური შეისწავლა და ლექციებს ისმენდა უნივერსიტეტში.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა მიხეილ ქართველიშვილს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სოფელ რუხში სკოლის გახსნას აპირებდა. გოგებაშვილმა ქართველიშვილს ამ სოფელზე შემდეგი ცნობების მიწოდება სთხოვა: ზუსტად სად მდებარეობდა, ქართველების გარდა კიდევ ვინმე თუ ცხოვრობდა, სოფელს თუ შეეძლო სკოლის შენახვა, იქაური მაზრის უფროსი ვინ იყო, მღვდლად ვინ მსახურობდა და ა. შ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის გაგზავნილი პედაგოგიური საბჭოს დადგენილების თარგმანი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 ნოემბერს თბილისის საცავი ბრიტანეთისა და უცხოეთის საბიბლიოთეკო საზოგადოებას უგზავნის წერილს, რომელშიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიისათვის ითხოვს ქართული ფსალმუნის 5 და ქართული ევანგელეს 20 ეგზემპლარს. წერილს ხელს აწერს სტეფანე შიუკოვი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, მიხეილ საბინინისგან გასაყიდად მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 4 ეგზემპლარი.

