რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1891
ტიპი: თანამდებობა
გაღმა მხარის ტყეებით სარგებლობასთან დაკავშირებით 1891 წლის 15 დეკემბერს ვაჩნაძეების ინიციატივით სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში მოწვეულ კრებაზე ტყეების ზედამხედველებად ს. ვაჩნაძე, ა. ვაჩნაძე, ლ. ვაჩნაძე და გ. ვაჩნაძე დაადგინეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 11 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართულ თეატრში დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლოს“ განახლებულ წარმოდგენას დაესწრო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 7 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური – საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით 8 მანეთი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს განცხადებით მიმართა, რომ გაზეთ „ივერიის“ რედაქტორად 1891 წლის 28 დეკემბრიდან დროებით გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე დაენიშნათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ კრებულში „ხომლი“ გამოქვეყნდა ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „აჩრდილი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“ და „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის დეკემბერში ქართველთა საგამომცემლო ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებულის ბეჭდვა დაიწყო.
1891
ტიპი: გარდაცვალება
1891 წლის 17 ნოემბერს ცხუნკურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ზაქარია სიმონის ძე შვანგირაძე გარადიცვალა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში რუსმა პოეტმა მარია დავიდოვამ ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა კრებულის მიწოდებისთვის და გამოუგზავნა ლექსები და საკუთარი ნაშრომი მოცარტის შესახებ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში თედო დავითის ძე ჟორდანიამ ექვთიმე თაყაიშვილს თავისი ხელნაწერი რვეულის მითვისებაში დასდო ბრალი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ ექვთიმე თაყაიშვილს ურჩია, თედო დავითის ძე ჟორდანიასთვის ცილისწამების გამო სამედიატორო სასამართლოში ეჩივლა. ილიამ მედიატორად ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის გაუწია რეკომენდაცია.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულ სკოლაში მეორე მასწავლებლის დანიშვნის საკითხი განიხილეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისის საკვირაო სკოლისთვის სახელმძღვანელოების გადაცემის საკითხები განიხილეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 18 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე ხახანაშვილს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის კატალოგის შედგენა სთხოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს სამსონ ყიფიანმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თუ გამგეობა მის მიერ მოთხრობად გადაკეთებული შექსპირის პიესების გამოცემას ითავებდა, თავად გადაიხდიდა საჭირო ხარჯებს, გაყიდული წიგნების მოგების ნახევარი კი საზოგადოებას დარჩებოდა.

