რეგისტრირებული ფაქტები93177
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 26 იანვრამდე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „კვალის“ 1893-1895 წლების ნომრებიდან მასალა ამოიწერა და კომენტარები დაურთო.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 16 იანვრიდან ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩანაწერები გააკეთა საბანკო კრიზისის შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 თებერვალს თბილისის სასამართლო პალატამ გამოიტანა დადგენილება ილია ჭავჭავაძისა და იაგორ გურგენიძის საგურამოში მდებარე მამულების გაყოფის დამტკიცების შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 16 იანვრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში გააკეთა ჩანაწერები კასრაძის საბანკო საქმეზე.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 მარტს ილია ჭავჭავაძემ ბანკის გამგეობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს მისწერა, რომ 19 მარტს მას გაუგზავნეს ბანკის ყველა ანგარიში 1875 და 1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 იანვარს მარჯორი უორდროპმა ალექსანდრე ხახანაშვილს მისწერა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა მას თბილისში საინტერესო ცნობები გამოუგზავნეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 იანვარს მარჯორი უორდროპმა ალექსანდრე ხახანაშვილს მისწერა, რომ ოლივერ უორდროპთან ერთად ინგლისურ ენაზე გადათარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“. უორდროპები მათ მიერ ნათარგმნი ვერსიის სხვა ვარიანტებთან შედარებას გეგმავდნენ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისში ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე დაიბადა 1896 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბუგეულში.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრმა, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახოვმა სამსახური დატოვა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრმა ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილმა სამსახური დატოვა.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ილია ბადრიძე დაახლოებით 17 წლის ასაკში გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა ივანეს ასულ მაღალაშვილისას, ალექსანდრე ივანეს ძე კეზელს, გიორგი, ალექსანდრე, ილია და ნიკოლოზ ივანეს ძე თარხან-მოურავებსა და მათ დას, ნინოს, გორის მაზრაში 488 დესეტინა და 220 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ივლიანე ალექსანდრეს ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ხანუმა ყიზი თოფჩიევს ბორჩალოს მაზრაში 197 დესეტინა და 1500 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდა.

