რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ გუგუნავას მიერ ლექსად თქმული ახალი ქართული წიგნი „თამარიანი“ 50 კაპიკად იყიდებოდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის პირველი აგვისტოდან 1891 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის აგვისტოში ნ. თუშაბრამიშვილმა თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის დახლიდარად დაიწყო მუშაობა.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის აგვისტოში ივანე როსტომაშვილი დროებით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის აგვისტოში ი. რუსიშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის პირველ აგვისტოს რუდკოვსკიმ შეამოწმა თბილისის ხილისა და პროდუქტის მაღაზიები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის პასუხი გიორგი იოსელიანის მიმართ მოძრავი სკოლების შესახებ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან გაათავისუფლეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გულისაშვილი სიღნაღიდან ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად გადაიყვანეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიახინი ზაქათალის სასწავლებლის ინსპექტორიბიდან გაათავისუფლეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეგზადოვი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი თუშეთში მოსახლეობის ზნე-ჩვეულებების შესასწავლად მოგზაურობდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ბარეულის მცხოვრებმა ნ. წულუკიძემ დამბაჩით თავი მოიკლა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ახვლედიანი ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ახვლედიანს ლეჩხუმში სახლი დაუწვეს.

