საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80220

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31. 40 მანეთის ნივთები: 20 სამელნე, 10 ცალი საშლელი, ცარცი, 10 ცალი კალამი, 2 ყუთი მელნის ფხვნილი და სხვა ნივთები.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: იორდანე მეგრელიშვილი, სიმონა მეგრელიშვილი, ვასილ კაკაბაძე, მიხაკო შევარდენიძე, ალფეზი ღლონტი, დიმიტრი ხარჩილავა, ფილიმონ ჟვანია, გიორგი ქავჟარაძე და ა. საულიდი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 23 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბათუმის სკოლის დირექტორ მოსე ნათაძეს მშობლების თხოვნის საფუძველზე სკოლაში რუსული ენის მეორე კლასიდან სწავლებას დათანხმდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ბაბუთოვისა და ეკატერინე გაბაშვილის 27-ე, 159-ე, 123-ე ყულაბების გახსნის საკითხი განიხილეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პროკოფი ახვლედიანის, ამბროსი სოლომონის ძე ახვლედიანის, კონსტანტინე გიორგის ძე გამსახურდიას, მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილის, ივანე როსტომის ძე გაგნიძის, ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძის, შალვა თომას ძე ელიავასა და ივანე ბესარიონის ძე ვაშაკიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებმა – გიორგი გარსევანის ძე რატიანმა, იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ, ქრისტეფორე III-მ (ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილმა), ტერეზა დიმიტრის ასულმა ხმიადაშვილმა, სვიმონ თომას ძე ხუნდაძემ, ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილმა და ეპიფანე ჯაოშვილმა – საწევრო 3 მანეთი გადაიხადეს.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ამბროსი სოლომონის ძე ახვლედიანი ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საწევრო, 3 მანეთი, შესწირეს შემდეგმა პირებმა: ეკატერინე გრიგოლის ასულმა მესხმა, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილმა, დავით იოსების ძე მაჭავარიანმა, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა, ევგენი სოსოს ძე ოჩიგავამ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, მარიამ სოლომონის ასულმა რატიშვილმა, ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილმა და ნატალია მიხეილის ასულმა მუსხელიშვილმა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა თომას ძე ელიავა იყო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორი წლის საწევრო, 6 მანეთი, შესწირეს დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილმა, ელენე დიმიტრის ასულმა გვარამაძემ, გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძემ, ვლადიმერ ბესარიონის ძე ელიავამ, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილმა და ელისაბედ იოსების ასულმა დარჩიაშვილმა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორი წლის საწევრო, 6 მანეთი, შესწირეს ელისაბედ ირაკლის ასულმა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ, გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძემ, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილმა, გიგო (გრიგოლ) ზაქარიას ზე ქურდიანმა, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ და ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილმა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ივანე ბესარიონის ძე ვაშაკიძე იყო კიევის კომერციული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორი წლის საწევრო, 6 მანეთი, შესწირეს დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანმა, გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძემ, სერგეი გრიგოლის ძე წერეთელმა, ნინო გიორგის ასულმა მაჭავარიანმა, კონსტანტინე დავითს ძე მესხმა, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილმა, ნინო ნიკოლოზის ასულმა მაჭუტაძემ, სვიმონ დავითის ძე ნატროშვილმა, დავით გიორგის ძე ხართიშვილმა და იოსებ იაკობის ძე ჩიჯავაძემ.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 949 ცალი „ქართული სიტყვის ისტორია“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ 1238 ცალი „ქართული სახალხო სიმღერები“ გამოსცა. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო – 30 მანეთის ოდენობით შესწირეს ბარბარე გიორგის ასულმა ბარათაშვილმა, თამარ დავითის ასულმა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა და გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილმა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირეს ვლადიმერ ალექსანდრეს ძე რატიშვილმა, ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილმა, ივანე ზაალის ძე სვანიშვილმა, ალექსანდრე გაბრიელის ძე ქართველიშვილმა, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილმა, ევგენი (გენო) დავითის ძე ქობულაშვილმა, ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძემ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო – 9 მანეთი შესწირეს ილია მიხეილის ძე ხარაშვილმა, ნიკოლოზ ანტონის ძე ხახუტაშვილმა, რაჟდენ ბარძიმის ძე ჯაფარიძემ, ერასტი თეიმურაზის ძე ჯაფარიძემ.