საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80232

1889

ტიპი: ღონისძიება

1889-1890 სასწავლო წელს ელენე ლორთქიფანიძისა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ ვასილის ძე ჯავახიშვილის, ლევან ქართველიშვილის, კონსტანტინე ვასილის ძე აკოფოვის, სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის, აგრაფინა ლაზარეს ასულ ბახტაძის, ალექსანდრე ივანეს ძე კეზელის, სილიბისტრო გიორგის ძე ლომიას, თევდორე ნიკოლოზის ძე ნაცვლიშვილის, დანიელ ივანეს ძე ოდიშარიასა და ალექსანდრე დავითის ძე თორაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის საკითხი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს სილიბისტრო გიორგის ძე ლომია იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის ქართულ-სომხური განყოფილების მეორე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დიმიტრი ვასილის ძე ბარნაბიშვილი იყო პეტროგრადის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ივნისს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხვედურეთის წყლებზე წასასვლელად ერთთვიანი შვებულება და 10 თუმანი სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა გიორგის ძე შათირიშვილი იყო კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს არჩილ მეტრეველი მიუნხენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკური განყოფილების სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე გიორგის ძე თითბერიძე სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დანიელ ივანეს ძე ოდიშარია იყო კიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა.

1915

ტიპი: განათლება

თევდორე ნიკოლოზის ძე ნაცვლიშვილმა დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ვასილის ძე აკოფოვი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 19 მარტს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს 10 თუმანი სთხოვა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად დროებით მიწვეული იყო გრიგოლ კვიცარიძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ერის წინსვლის საქმეში სახალხო სკოლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა თავის მოხსენებაში განმარტა, რომ ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობას განათლებული მასწავლებლები გამოასწორებდნენ, რომლებსაც საზოგადოება შეარჩევდა და სკოლებში გაგზავნიდა.