რეგისტრირებული ფაქტები92137
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე ცხოვრობდა თბილისში, მესანგრეთა (საპიორების) ქუჩის N27-ში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 28 თებერვალს ახმეტაში, გზაზე დასმენის საფუძველზე დააპატიმრეს ალექსანდრე ჯანდიერი ბანდიტობის ბრალდებით, ქაქუცა ჩოლოყაშილის ბანდის ხელშეწყობისათვის.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ა. მეტრეველი საქმისმწარმოებლად მუშაობდა რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობაში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ალექსანდრე მითაიშვილი ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 30 მარტს საქართველოს ჩეკას მიერ დაპატიმრებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე დასაკითხად თბილისში გადაიყვანეს.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის აპრილში საქართველოს ჩეკამ დაკითხა დაკავებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე. დაკითხვის ოქმში დევს მისი ჩვენებაც, რომელშიც დაწვრილებით ჰყვება სოციალ-ფედერალისტურ პარტიასა და სტუდენტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების ამბებს, ასახელებს ორგანიზაციის წევრების გვარებს, ჰყვება ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობისა და საკუთარი საქმიანობის შესახებ.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს დაკავებული ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა ცხოვრობდა თბილისში, ოლგინსკაიას (ოლღას) ქუჩა N47, ბინა 8-ში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის ოქტომბერში საქართველოს ჩეკამ დააპატიმრა ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წელს საქართველოს ჩეკა აწარმოებდა საქმეს ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავას შესახებ. ბრალდება ედავებოდა 1918 წელს ბოლშევიკური მოძრაობის ჩახშობას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ნიკო გიორგის ძე ახმეტელაშვილი სამაზრო სკოლების ინსტრუქტორი იყო სიღნაღში.
1919
ტიპი: თანამდებობა
პირადი საქმის მიხედვით, პავლე ბლუაშვილი მსახურობდა სამხედრო უწყების კანცელარიაში.

