საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92137

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ალექსი გოგოხია დემონსტაციაში მონაწილეობისთვის 83 მოსწავლესთან ერთად სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს.

1894

ტიპი: ღონისძიება

მარჯორი უორდროპი საქართველოს 1894 და 1896 წლებში ორჯერ ესტუმრა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მარჯორი უორდროპი გამუდმებით აქვეყნებდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის ბოროტმოქმედებაზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლიდან გიორგი კვინიტაძემ ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში.

1894

ტიპი: განათლება

1894 წელს გიორგი მაზნიაშვილმა დაასრულა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი მაზნიაშვილი ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის არმიაში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი მაზნიაშვილმა დაიწყო სამხედრო სამსახური პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში.

1894

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დიმიტრი თოფურია 1894 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ზაქარია ბაქრაძემ სამხედრო სამსახური პოდპორუჩიკის წოდებით აღმოსავლეთ ციმბირის ქვეითთა პოლკში დაიწყო.

1893

ტიპი: სტატუსი

1893 წლის 31 დეკემბერს დაიბადა კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი. იგი წარმოშობით თავადი იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 31 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მეურნეობის ქალთა სასწავლებელი“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 დეკემბერს ისიდორე რამიშვილმა და არსენ წითლიძემ ილია ჭავჭავაძეს გურიის სოფელ აკეთში დაარსებული წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვა სთხოვეს. ილიამ თავისი ოთხტომეული გადასცა და ახალი წლის შესახვედრად ოჯახში დაპატიჟა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქაშვეთის ეკლესიიდან ალექსანდრე ყაზბეგის ნეშტის გამოსვენების ცერემონიას დაესწრო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავის სახალხო სკოლებში წერა-კითხვის გარდა არაფერს ასწავლიდნენ. დამატებითი ცოდნის გარეშე კი მცირე ცოდნა ხალხში უკვალოდ იფანტებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავის მოსახლეობიდან კითხვის სწავლის სურვილს მხოლოდ მამაკაცები იჩენდნენ, მანდილოსნებს შორის კითხვა ძალიან ცოტას შეეძლო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში ერთი მოძრავი სკოლის დაარსება ექვსი სკოლის საქმეს შეასრულებდა. ამ საკითხის მოგვარება კი კარგი მასწავლებლების შერჩევით იყო შესაძლებელი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავ-ხევის მოსახლეობას 20 წლის მანძილზე არც სკოლა ჰქონდა და არც მასწავლებელი ჰყოლია, თუმცა ფშაველებს სწავლის ძლიერი სურვილი ჰქონდათ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავის 100 სოფელზე ერთი სკოლა მოდიოდა, რაც ძალიან ცოტა იყო ხალხში ცოდნის გასავრცელებლად.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში წერა-კითხვის ცოდნის გავრცელების მიზნით გამგეობას სხვა ქვეყნების მსგავსად მოძრავი სკოლები უნდა დაეარსებინა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში წერა-კითხვის ცოდნის გასავრცელებლად გამგეობას სხვა ქვეყნების მსგავსად მოძრავი სკოლები უნდა დაეარსებინა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში წერა-კითხვის სწავლის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ მთის სოფლების დაქსაქსულობისა და სიშორის გამო მშობლები შვილებს სახალხო სკოლებში ვერ უშვებდნენ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სასოფლო სკოლების რიცხვის გამრავლებაზე ეზრუნათ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში სკოლების სიმცირის გამო წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი ძალიან ცოტა იყო.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 დეკემბერს ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ფშავში საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას ხელს უშლიდნენ, რის გამოც სკოლები დაკეტვის პირას იყო. რაზიკაშვილი ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას ითხოვდა.