რეგისტრირებული ფაქტები82103
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 11 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყალამშიის სკოლის მასწავლებელი ვლადიმერ ბაკურაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ახალი მასწავლებელი მიიწვიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუასთვის 12 მანეთის სასკოლო წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა 1-ლი აპრილიდან 27 აპრილამდე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ანასტასია წერეთლისა იყო ჟურნალების – „კვალის“ და „ჯეჯილის“ რედაქტორი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა კავკავის სკოლას შესწირა 10 ცალი „დედა ენა“.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის სექტემბრის ხელფასის, 50 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცელიძეს ხელფასის სახით თვეში 50 მანეთი ეძლეოდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ფოტოსახელოსნოს რეტუშორ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ეძლეოდა ხელფასი, თვეში 10 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს ფოტოსახელოსნოს რეტუშორ ავალიშვილისთვის სექტემბრის ხელფასის, 10 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს ფოტოსახელოსნოს მბეჭდავისთვის სექტემბრის ხელფასის, 30 მანეთის, მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს გრიგოლ ჩარკვიანისთვის ორდერების დასაბეჭდად 4 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გამგეობას შიო ქუჩუკაშვილისთვის გორში წასასვლელად გზის თანხა, 3 მან. 20 კაპ., მიეცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ გამგეობას წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძესათვის უნდა მიეცა სექტემბრის ხელფასი – 5 მან. 4 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის წიგნების თანხის – 600 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ საზოგადოების მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისთვის უნდა მიეცათ ოქტომბრის ხელფასი – 75 მან.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს შიო ქუჩუკაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის თანაშემწე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ მდივნის თანაშემწე შიო ქუჩუკაშვილისთვის უნდა მიეცათ ოქტომბრის ხელფასი – 40 მან.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 19 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ ფოტოსახელოსნოსთვის, საზოგადოების კანცელარიისა და ალექსანდრე როინაშვილისგან ნაანდერძევი მუზეუმისთვის ახლანდელი ბინის ნაცვლად დაექირავებინათ ხარაზოვის ახლად აშენებული სახლი ერევნის მოედანზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების ფოტოსახელოსნოსთვის ხარაზოვის ქვრივის სახლი დაექირავებინათ, რისთვისაც წელიწადში 2000 მანეთი უნდა გადაედოთ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე ჭყონიას დაევალა ხარაზოვის ქვრივთან მოლაპარაკება და დოკუმენტების შედგენა; მისი ბინის ფოტოსახელოსნოსთვის დაქირავებასთან დაკავშირებით.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლა მაისში, გამოცდების დროს, გამგეობის წევრობის კანდიდატმა რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილმა დაათვალიერა, ოქტომბერში კი – გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა.