საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87053

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს იაკობ სიმონის ძე სირბილაძე ცუცხვათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-90 წლებში ანტონ მათეს ძე კვანტრიშვილი წიფის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ნიკოლოზ ტარიელის ძე ქებულაძე ჭაგნის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1906 წლებში სვანეთში ყოფნის დროს კლიმენტი ჩიქვანი ლენჯერის სკოლას მატერიალურად დაეხმარა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-1906 წლებში კლიმენტი ჩიქვანი სვანეთში ლენჯერის ეკლესიაში მოღვაწეობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888-1906 წლებში სვანეთში ყოფნის დროს იღუმენმა კლიმენტიმ უფასოდ აღზარდა 35-მდე მოსწავლე.

1888

ტიპი: თანამდებობა

ელისაბედ ჩერქეზიშვილი სამწერლო ასპარეზზე 1888 წელს გამოვიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-91 წლებში მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი კავკასიის ქართული სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა კავკასიის ქართული სკოლა დააარსა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს თედო სახოკიამ სწავლის გასაგრძელებლად სორბონის უნივერსიტეტის უფასო საისტორიო ფაკულტეტი აირჩია.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის „ივერიის“ 164-ე ნომერში დაიბეჭდა თედო სახოკიას პირველი თარგმანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის იანვარში დიმიტრი ხოშტარია ქუთაისიდან თბილისში ჩავიდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დიმიტრი ხოშტარია სწავლის გასაგრძელებლად ოდესის უნივერსიტეტში დაბრუნდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს, როცა დუტუ მეგრელი ოდესაში ჩავიდა, უნივერსიტეტში სწავლა უკვე დაწყებული იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის იანვარში დუტუ მეგრელმა თბილისში გამოსაქვეყნებლად წაიღო თავისი მოთხრობა „საცოდავნი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ „ივერიის“ რედაქციამ მოიწონა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ხარკოვიდან საქართველოში დაბრუნებულ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს მაწავლებლად მუშაობაზე უარი უთხრეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე ხარკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ხარკოვიდან დაბრუნებულმა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ სახაზინო პალატაში დაიწყო მუშაობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიმნაზიის მასწავლებელმა ბ. პეტროვმა გახსნა ბიბლიოთეკა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვში ცნობილი მემამულის ოჯახში გუვერნიორად დაიწყო მუშაობა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის გაზეთ „ივერიის“ №203-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ასული ლევან მეფისა“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის გაზეთ „ივერიის“ №157 და №158-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ორი დობილი“.