რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისს მეცხრე განყოფილების ბოქაულმა და ექიმმა მრევლოვმა დაათვალიერეს „семейиый садъ“-ის ბუფეტი და სამზარეულო. სანოვაგე ხარისხიანი აღმოჩნდა, ჭურჭელი მოკალული, ხოლო სამზარეულო სუფთა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 მაისს თბილისის მოქალაქე თინათინ სვიმონის ასულმა ახნაზაროვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისს მე-9 ნაწილის პოლიციელმა ხეთაგუროვმა დააპატიმრა ქურდობაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ იაკოვლევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისს სურამში დააყაჩაღეს საჩხერეში მიმავალი მიხეილ ნაზარის ძე აკოფოფი, რომელსაც წაართვეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი და ფული.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 16 მაისს სოფელ ვაქირის მცხოვრები იაგორ იოსების ძე მაისურაძე ტივის ხეების დაჭერის დროს მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 მაისს ადიდებულმა მტკვარმა დააზარალა სამი მეწისქვილე: გერასიმე ვოდოლიანოვი, პეტრე იგნატიევი და არტემ თეიმურაზოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 18 მაისს ქართული დრამატული თეატრი წარმოადგენდა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ციმბირელი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კავთელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ სოლომონის ასული კოპაძე-კვეზერელი დავით იაკობის ძე კოპაძის მეუღლე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით მარიამ სოლომონის ასული კოპაძე ნაცნობებსა და ნათესავებს აცნობებს, რომ 16 მაისს, დილის 10 საათზე წმ. მამა დავითის ეკლესიაში გადაიხდიდნენ ორმოცის წირვას მიცვალებულ დავით იაკობის ძე კოპაძის სახელზე.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე მახარობელიძე ტიტე მახარობელიძის მამა იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართლში არსენაძის ოჯახში გამართული ნათლობის დროს სოსო ფალავანდიშვილმა ხანჯლით დაჭრა სტუმარი გ. ჭიჭინაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ატოცში მცხოვრები ღარიბი გლეხის პავლე მახარობელიძის შვილმა ტიტე მახარობელიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუხაძემ სოფელ ღანირის მოსახლეობას სკოლისთვის თავისი შენობა დაუთმო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 18 მაისს ქართულ დრამატულ თეატრს უნდა წარმოედგინა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კავთელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში, ვარლამ ჭილაძისა და ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში, „არჩილიანი“ იყიდებოდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 14 მაისს სოფელ ბაზალეთის მკვიდრი ნესტორ დევდარიანი თავის ცოლ-შვილთან ერთად მიდიოდა „ვარძიის დედათა ღვთისმშობლის“ ეკლესიაში. მდინარე ჩხერიმელას გადალახვისას ისინი წყალმა წაიღო, მხოლოდ ქალი გადარჩა, მამა და შვილი გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის განცხადებით, 1888 წლის 14 მაისს საერთო წევრთა კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად უნდა აერჩიათ: ალექსანდრე სვიმონის ძე გამრეკელი, ი. ი. ციციანოვი, დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, რევაზ შალვას ძე ერისთავი, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, რ. კ. ვაჩნაძე, დავით ზაალის ძე ბარათაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ხუმელაგის მოსახლეობამ თანხა შეაგროვა, რომ კავკავის მაზრის უფროსის სმეკალოვის პატივსაცემად დოღი გაემართათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის პროკურორმა ჩაიკოვსკიმ ხაზინადარ ივანოვის შესახებ ცნობები გაგზავნა რიგასა და სხვა ადგილებში, რომ გამოჩენის შემთხვევაში დაეკავებინათ.

