საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81860

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის IV განყოფილებაში ირიცხებოდნენ: ლევან კოპალაძე, ვასილ (ვასო) კავთელაძე, ამბაკო ბახტაძე, ალექსანდრე თურქესტანოვი.

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის III განყოფილებაში ირიცხებოდნენ: ალექსანდრე ხოფერია, სოლომონ აროშიძე, ნიკოლოზ კაკაბაძე, ვლადიმერ შალიკაშვილი, ილია გეგენავა, ვლადიმერ ქადეიშვილი, აბდულ მემედ ბეკ ბეკოვი.

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის II განყოფილებაში ირიცხებოდნენ: პავლე გუგუშვილი, ივანე არლოვსკი, გიორგი ბერაია, სამსონ მაქანდაროვი, გიორგი გრძელიძე, გიორგი საბაშვილი, მელიტონ ტაბიძე, ლუკა დავითაია, ნესტორ ჭიჭინავა, ივანე კლარჯიშვილი, პართენ გუგუშვილი, იულონ ლომაია, ალექსანდრე მიმინაშვილი, ბესარიონ რუხაძე, ალი მემედ აჯი ზადე, სემენ მემედ ბეკ ბეკოვი, ალექსანდრე ბერაია, ივანე გრიგოლია.

1886

ტიპი: განათლება

1886-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის I განყოფილებაში ირიცხებოდნენ: ალექსანდრე კოვალიოვი, იოსებ მოდებაძე, ისიდორე ცომაია, გიორგი კურდღელაშვილი, მელიტონ აფშილავა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის გაზაფხულზე სათავადაზნაურო სკოლის შენობაში იმართებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებები, რომელთაც საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და გიმნაზიის გამგე ალექსანდრე ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ბესარიონ ალექსის ძე გაბაევს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ქვეშეთის ქუჩაზე მდებარე ორი ქვითკირის სახლი და 300 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს მამუკა კოსტას ძე თურქიას თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ვაგზლის ქუჩაზე, მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში მამუკა კოსტას ძე თურქიას 6 487 მანეთი და 84 კაპიკი ჰქონდა გადასახდელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს მიხეილ ნოდარის ძე ჯორჯაძეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში 2087. 54 მანეთი დავალიანება ჰქონდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წელს მიხეილ ნოდარის ძე ჯორჯაძეს თბილისის სათავადაზნაურო ბანკში თბილისის გუბერნიასა და საბუეში მდებარე 2160 კვადრატული მიწა და 3 დესეტინა ვენახი ჰქონდა დაგირავებული. დაგირავებულ მიწებს ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი იყო თავადი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა თბილისის თეატრის მშენებლობა განაგრძო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი ივანე გიორგის ძე მაჩაბელი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ი. დ. ანდრონიკაშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელ იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბალანსი შეადგენდა 4 388 370 მანეთსა და 40 კაპიკს. ბალანსს ხელს აწერენ: დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი და ო. სვანიძე.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ტრუბეცკოი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ზაალ გურამიშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თავადი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი შეადგენდა 6 116 858 მანეთსა და 24 კაპიკს. ბალანსს ხელი მოაწერეს: ილია ჭავჭავაძემ, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა და ხ. ხაჩატურიანმა.

1886

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის 1886 წლის 1-ელი იანვრის ბალანსს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილმა, ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა და ხ. ხაჩატურიანმა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი იყო.