საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას „ახალი სხივის“ რედაქცია სთხოვს მისგან 1200 ცალი წიგნის „პლატფორმა და მასალები პარტიული პროგრამისთვის“ შეძენას ნაღდ ფულზე. უსახსრობის გამო გამგეობამ უარი უთხრა რედაქციას, საკომისიო წიგნების ანგარიშიდან კი დაჰპირდა 100000 მანეთს ავანსად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბაქოში დახვრეტილი გენერალი მაყაშვილის ქვრივი ეკატერინა სთხოვს, მიეცეს მას ნება გაუკეთოს მოაჯირი თავისი შვილის საფლავს პანთეონში, ხოლო როცა შესაძლებელი იქნება მისი მეუღლის გადმოსვენება, ისიც შვილის გვერდით დაიკრძალოს. გამგეობამ მოაჯირის გაკეთების ნება დართო მაყაშვილის ქვრივს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის განყოფილების გამგეობა სთხოვს ადგილობრივი სკოლისთვის სახელმძღვანელო წიგნებსა და რვეულებს, დედა ენის პირველ და მეორე ნაწილებს 100 – 100 ცალს, ბუნების კარს – 80-ს, ქართველი მწერლების პირველ ნაწილს – 80 ცალს, მეორეს – 40- ს, русское слово-ს პირველ ნაწილს – 100 ცალს, მეორეს – 80-ს, რვეულებს – 2000 ცალს, ახლად გამოცემულ საბავშვო წიგნებსა და 10 გირვ. ცარცს. გამგეობამ დაადგინა, გაეგზავნა სკოლისთვის საჭირო წიგნები შესაბამისი ოდენობით და 1000 ცალი რვეული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაურმა სთხოვა 300 000 მანეთი „ქართველი მწერლების“ ჰონორარიდან. გამგეობამ დაადგინა, გომელაურისთვის 200 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების სამუზეუმო, საგამოფენო და საექსკურსიო განყოფილება სთხოვს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა სურათებს. განჩინებით ეს თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ია კარგარეთელი თავისი წიგნის „სიმღერა-მუსიკის სახელმძღვანელო“ ჰონორარიდან 20 000 მანეთს სთხოვდა. განჩინებით კარგარეთელის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების მთავარმა გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1917 წლიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა გამოცემა სთხოვა საგამოფენო, სამუზეუმო და საექსკურსიო განყოფილებებისთვის. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მეთაურობით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სხდომის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სამკურნალოდ ხანგრძლივი შვებულება სთხოვა. გამგეობამ კარიჭაშვილს ერთთვიანი შვებულება მისცა 1-ლი აგვისტოდან, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დასაბეჭდად იყო გამზადებული ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 49 რვეულისგან შედგებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა 1-ლი აგვისტოდან ერთთვიანი შვებულება სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ განყოფილების მთელი ქონება ადგილობრივ რევკომს გადაეცა. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების კომისარიატთან მოლაპარაკება დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, წევრები – ნინო ნაკაშიძე, პავლე საყვარელიძე და თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩიგოგიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ. პრეზიდიუმის შუამდგომლობის შედეგად კვლავ გაიხსნა ნარკომპროსის განკარგულებით დალუქული მაღაზია და კანცელარია. ქაღალდის აღრიცხვისა და მთავარი სამმართველოს განკარგულებით 24 აგვისტოს საწყობიდან 124 ფუთი 32 გირ. საბეჭდი ქაღალდი წაიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების მოსამსახურე პირებმა სთხოვეს პურის რაციონის ფასის ერთ გირვანქამდე გაზრდა, ასევე ხორბლის შეძენა და ანაზღაურების სახით მათთვის დარიგება. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ვასილ ბარნოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თავისი წიგნების ჰონორარიდან თანხა სთხოვა. იმ დროისთვის მწერალს 125 000 მანეთი ჰქონდა მიღებული. გამგეობამ ბარნოვისთვის 100 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო დედაბრიშვილმა თავისი წიგნების ჰონორარი სთხოვა. გამგეობამ მწერლისთვის 100000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნის მაღაზიის მსახური პ. გლადიშევი სთხოვს ფინანსურ დახმარებას მამის გარდაცვალების გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წიგნის მაღაზიის გამგე სამსონ ბახტაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 11 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ოქტომბერს ნიკოლოზ ჩიგოგიძე, დავით ონიაშვილი, ნინო ნაკაშიძე და დავით კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების სტიპენდიატებმა მურად გულთაიშვილმა და სულეიმან კაიკაციშვილმა სტიპენდიის გაზრდა სთხოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა წარუდგინა 1920 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გამგეობამ ამ საკითხის წინასწარი განხილვა პრეზიდიუმს დაავალა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 11 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის ფილიალს აცნობებენ, რომ მთავარი გამგეობის (თავმჯდომარე - გიორგი ყაზბეგი) 9 აპრილის დადგენილებით, 5 მაისს იკურთხება ილია ჭავჭავაძის ძეგლი და დასასწრებად შეუძლიათ წარმომადგენლის გამოგზავნა.