საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1888

ტიპი: თანამდებობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 27 მარტს ქუთაისის ბანკის საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრებაზე ბანკის დირექტორად კირილე ლორთქიფანიძე აირჩიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტს ქუთაისში გაიმართა საურთიერთო ნდობის საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარეობაზე ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანმა უარი განაცხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მარტს სურამის მთავარ ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროს იაგორ აკოფოვმა საკუთარი მაღაზიებიდან საქონლის გამოიტანა მოასწრო და სხვებთან შედარებით ნაკლებად დაზარალდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 26 მარტს სურამის მთავარ ქუჩაზე გაჩენილი ცეცხლის გამო იქვე მცხოვრებმა გრძელოვმა საკუთარ სახლებს სახურავები გადახადა და აქეთ-იქეთ გადაყარა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მარტს სურამის მთავარ ქუჩაზე მცხოვრებ ყუზანოვს ხანძარში დაეწვა სამზარეულო, ფიცრული სათონე და პურის საცხობი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მარტს დაგეგმილი იყო ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ხოროს კონცერტი იოსებ რატილის ლოტბარობით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ბაღდან სომხიევი სანდო კაცი იყო, მაგრამ, იქაური ქართველების თქმით, მას თავისი სარგებელი ჰქონდა „სახეში“. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, წიგნები გასაყიდად მიებარებინათ ვინმე მაჭავარიანისთვის ან რამან ფორაქაშვილისთვის, რომელსაც დავით სარაჯიშვილის საქმეებიც ებარა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი იქ ქართული წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზიდან თბილისში ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ იქაურმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვეს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ხაშმში მცხოვრებ გლეხ ხაბაზიშვილს დაუწვეს ორი საბძელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სოფელ კოთელიას „პოვერენიები“, აბო ბიბილურიძე, ბარნაბა ბერიძე და ანდრო კონსტანტინოვი სოფლის მიწების საკითხის გასარკვევად ჩავიდნენ თბილისში, თუმცა არ იცოდნენ ვისთვის უნდა მიემართათ და საქმე როგორ ეწარმოებინათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განათლებულმა რუსებმა ქუთაისში დაარსეს საზოგადოება „Кружокъ любителей драматическаго и музыкальнаго искуства“, რომლის მიზანი რუსული წარმოდგენებისა და კონცერტების გამართვა იყო. ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ქუთაისში ხშირად ჩადიოდნენ თბილისის ოპერის არტისტები და ასევე ყორღანაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ხაშმში მცხოვრებ გლეხ ყირმალაშვილს ორი საბძელი დაუწვეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ყიფიანმა ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ენიდგარ ლანდრეს თხზულება „ღვინის კეთების ხელობა“, რომელიც ნაწილ-ნაწილ დაიბეჭდებოდა გაზეთ „მეურნეში“, შემდეგ კი ცალკე წიგნად გამოსცემდნენ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მეუნარგია გრიგოლ ორბელიანის შესახებ ლექციებს ვეღარ წაიკითხავდა, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდა ცალკე წიგნად დაებეჭდა ორბელიანის ბიოგრაფიის შინაარსი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 26 მარტს, საღამოს 7 საათზე გაიმართებოდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება, რომელზეც ა. ენფიაჯიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თამბაქოს მოყვანის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე - 10 და მე - 11 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 26 მარტს, საღამოს 7 საათზე, უნდა გამართულიყო კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრება, რომელზეც ა. ენფიაჯიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თამბაქოს მოყვანის შესახებ.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 24 მარტს სოფელ კახის მამასახლისის, არჩილ ტარტარაშვილის შვილი სიმონი დაედევნა გაქცეულ ავაზაკს, რომელმაც ის სასიკვდილოდ დაჭრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 24 მარტს სოფელ კახის მამასახლისმა არჩილ ტარტარაშვილმა სოფელ ალათემურში დაიჭირა ავაზაკი, რომელსაც მცველად მიხეილ ოთარაშვილი მიუჩინა და კახში გაგზავნა. გზაში ავაზაკმა ხელები გაითავისუფლა, ოთარაშვილი მძიმედ დაჭრა და გაიქცა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პოლიციის მე-10 ნაწილში ჯარისკაცის შვილმა პრასკოვია ევდოკიმოვმა დამბაჩით თავი მოიკლა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვერაზე მცხოვრებმა ინჟინერმა გავრილენკომ თავი მოიკლა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დ. ყიფიანის მიერ ქართულად თარგმნილი უილიამ შექსპირის პიესა „იულიუს კეისარი“ ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ უილიამ შექსპირის პიესა „ჰამლეტი“ ქართულად ანტონ ფურცელაძემ თარგმნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ა. ხახანაშვილმა დაწერა თხზულება „ისტორია ბიზანტიისა კომნენების მეფობის დროს“ და წარუდგინა უნივერსიტეტის საბჭოს ჯილდოს მისაღებად. საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორს ოქროს მედალი გადასცეს.