საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93146

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლიდან ჭიათურის შავი ქვის საწარმოში თეცდორე კიკვაძის მუშაობის პერიოდში იქაურმა ინტელიგენციამ ჭიათურის კულტურული განვითარების საქმე წამოიწყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში, თევდორე კიკვაძე ნაცნობებს შორის ფულს აგროვებდა მშობლიური მაკვანეთის სკოლის დასახმარებლად.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში, თევდორე კიკვაძე მაკვანეთში მისი ინიციატივით დაარსებულ სკოლას უგზავნიდა საჭირო ავეჯსა და ინვენტარს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში, თევდორე კიკვაძე ხშირად სტუმრობდა ქუთაისსა და სახალხო სკოლების დირექტორ ლევიცკისგან დაჟინებით მოითხოვდა მშობლიური მაკვანეთის სკოლის დამტკიცებას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძესთან ერთი-ორი დღით ხშირად ჩერდებოდნენ აკაკი და გიორგი წერეთლები, რომლებიც ან საჩხერეში მიდიოდნენ ან იქიდან ბრუნდებოდნენ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს აკაკი და გიორგი წერეთლების სტუმრობისას თედო კიკვაძის სახლში თავს იყრიდა ჭიათურის მთელი დემოკრატიული ინტელიგენცია.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს აკაკი და გიორგი წერეთლების სტუმრობისას თედო კიკვაძის სახლში ნარჩევი ხალხი იკრიბებოდა და იმართებოდა სჯა-ბაასი სხვადსხვა პოლიტიკურ, კულტურულ თუ ლიტერატურულ საკითხზე.

1893

ტიპი: ავტორობა

1893-1894 წლებში, იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში სასწავლებლის მასწავლებლები თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ გასართობად. ასეთ შეკრებებზე მიხა შარაშიძე ხშირად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა იოსებ ლაღიაშვილის საქმის თავიდან გამოძიება დაიწყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ლადო კეცხოველი მონაწილეობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა გაფიცვაში, რის გამოც ის სასწავლებლიდან გარიცხეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს მიხა ცხაკაიას ხელმძღვანელობით დაარსდა მოსწავლეთა რევოლუციური წრე, რომელმაც 1893 წლის დეკემბერში მოაწყო სემინარელთა დიდი გაფიცვა, რაც მიმართული იყო სასწავლებელში გამეფებული იეზუიტური რეჟიმის წინააღმდეგ.

1893

ტიპი: განათლება

1893 წელს პარმენ ჭიჭინაძემ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა და იმავე წელს სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო.

1893

ტიპი: განათლება

ლავრენტი ბალუაშვილმა სამხედრო განათლება მიიღო თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში, 1893 წელს.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს ლავრენტი ბალუაშვილს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის შემდეგ ლავრენტი ბალუაშვილი სამხედრო სამსახურს ერევნის მე-13 ლაიბ-გრენადერთა პოლკში გადიოდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლიდან არტემ ჯიჯიხიამ სამხედრო სამსახური დაიწყო.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლიდან არტემ ჯიჯიხია 155-ე ყუბის ქვეით პოლკში მსახურობდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

იოსებ როინიშვილი სამხედრო სამსახურში შევიდა 1893 წელს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლიდან იოსებ როინიშვილი მე-20 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ივანე კერესელიძის დაკრძალვას დაესწრო და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით მიცვალებულის ცხედარი გვირგვინებით შეამკო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში გაიმართა პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და სხვ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრებას ესწრებოდნენ: ევგენი ვაწაძე, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე, იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ თომას ძე კალაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „საქალაქო სესხების კონვერსიის საკითხზე“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრების საქმიანობაში, რომელზეც განიხილეს კახეთის რკინიგზის დაფინანსების საკითხი. ილიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ დაფინანსება ობლიგაციური წესით ყოფილიყო.