რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სვიმონ ბეგიაშვილმა რუსული წიგნის „როგორ სცხოვრობენ ჩვენი გარდაცვალებულნი და როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ შემდეგ სიკვდილისა“ თარგმნა დაიწყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, უმაღლესმა მთავრობამ დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლაზარე ჯინჭარაძემ ჩოხატაურის მოსახლეობას ყვავილის აცრა გაუკეთა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლაზარე ივანეს ძე ჯინჭარაძე ექიმი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ქიუჩარიანცმა ორთქლით სამკურნალო გახსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა ნაპოლეონ ამატუნისა და ერთ-ერთი მალაკნის დიალოგი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ელიზბარაშვილმა მაღაროელი თეიმურაზ მაისურაძე მოკლა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბახუტოვმა ქალაქის დუქნების შესამოწმებლად სანიტარული კომისია შეადგინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ საბინინმა სინოდს სთხოვა, რომ კახეთში მდებარე ბერების ერთ-ერთი ეკლესია მონაზვნების წმ. ნინოს სახელობის მონასტრად გადაეკეთებინათ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 9 აგვისტოს „დროების“ ცნობით, იასე სულხანოვს წერილობით მიმართეს, რომ გორის მაზრის მმართველის თანამდებობა დაეტოვებინა.