საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89112

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გ. ბურჭულაძის ცნობით, ალექსანდრე მერაბოვმა მისივე თხოვნით, ვახტანგ მეფის დროინდელი გეოგრაფიული ქართული ატლასი აჩვენა საერო სკოლების დირექტორ ა. ნ. გრენს, რომელმაც ატლასი აღიარა ძვირფას სამეცნიერო-საგეოგრაფიო განძად.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გ. ბურჭულაძის ცნობით, თელავის წიგნის მაღაზიის მეპატრონე ალექსანდრე მერაბოვს ჰქონდა ვახტანგ მეფის დროინდელი საისტორიო და საგეოგრაფიო განძი, გეოგრაფიული ქართული ატლასი პტოლომეის სისტემისა, ამოჭრილი და დახატული რბილ სპილენძზე. ატლასი შედგებოდა 5 ნაწილისგან, რომელსაც დაწვრილებით აღწერდა ბურჭულაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Тифлисский листок“-ის ცნობით, ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებას განზრახვა ჰქონდა კავკასიაში მისიონერად ლეონიდე ოქროპირიძე გაემწესებინა, რომელიც მალე დაასრულებდა სწავლას კიევის სასულიერო აკადემიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სურამში მცხოვრებ დავით ტერ-ზახაროვს გაუტეხეს დუქანი და რადგან ნამდვილი დამნაშავე ვერ იპოვეს ქურდობა ყარაულს დააბრალეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი ახალციხის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 3 აპრილს ბანკის თეატრში გაიმართებოდა 1-ლი სასიმფონიო კრება თბილისის სამუსიკო საზოგადოებისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ვარვარა ზარუდნაია, გორსკი და მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 აპრილს საადგილმამულო ბანკის თეატრში დაგეგმილი იყო იონა მეუნარგიას პირველი ლექცია გრიგოლ ორბელიანის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 2 აპრილს პოლიციის მე-7 ნაწილში პეტრე იასნიცკის სახელოსნოში მომუშავე ივანე კუდანოვმა ჩარხზე დაიზიანა საჩვენებელი თითი, რომელსაც დახმარება სამხედრო ჰოსპიტალში აღმოუჩინეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგურამოში მცხოვრებ გლეხ ივანე ბულაშვილს ბეგარაში წასვლის გამო თავისი საქმის დატოვება მოუხდა და საქონელიც უპატრონოდ დარჩა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Обозръние“-ში დაიბეჭდა მხატვარ ფილიპოვიჩის წერილი, იმის შესახებ, რომ „ვეფხისტყაოსნიდან“ ცხოველის სურათების დადგმა კანდელაკისა და თამაზოვისთვის სულაც არ სურდა და მათ მხატვრის სახელი აფიშებში დაუკითხავად და შეუთანხმებლად დაბეჭდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილს კავკასიის შტაბის სადგომში გაიმართებოდა საგეოგრაფიო საზოგადოების კრება, რომელზეც მოხსენებას წაიკითხავდნენ ნიკოლაი ნატოვიჩი ქიშმირისა ლადანისა და მცირე ტიბეტის ქვეყნის შესახებ, ხოლო გაბრიელ ხატისოვი – ყაზბეგის მყინვარზე.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სატეხნიკო საზოგადოების თავმჯდომარე ბოდესლავ სტატკოვსკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სატეხნიკო საზოგადოების თავმჯდომარე ბოდესლავ სტატკოვსკი 30 აპრილს სურამში აპირებდა წასვლას გვირაბის სანახავად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი ხარჯებით გააკეთებინა ბაქანი რკინიგზაზე სოფელ ძეგვთან, რომლითაც მოსახლეობას მისვლა-მოსვლა მეტად გაუადვილდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სმიტინი თბილისის ოლქის სასამართლო პალატის პროკურორი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბიკოვი თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელი აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანს სურდა თეიმურაზ მეფის ლექსების დაბეჭდვა.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილი თავადი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ელ აპრილს ავლაბრის წმ. მარინეს სამხედრო სკოლაში გაიხსნა ქალების განყოფილება, რომელშიც ასწავლიდა პედაგოგი პავლოვისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის პირველ აპრილს ვერაზე მდებარე ტერ-ასატუროვის წუმწუმის ქარხნიდან მიხა გოგილაძემ ასაფეთქებელი მასალა გაიტანა და შუშხუნების დასამზადებლად მისი ხელით დაფშვნა დაიწყო. წამალმა იფეთქა და მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის ივანე რამაზის ძე ანდრონიკაშვილის განცხადება,  რომ 20 მაისს თბილისში გაიმართებოდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრება, რის გამოც 8 აპრილს სიღნაღში ჩატარდებოდა სამაზრო კრება სხვადასხვა განკარგულებათა დასადგენად.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის პირველ აპრილს, სოფელ ოქუმში, მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ქუთაისის გუბერნატორმა გროსმანმა განუცხადა, რომ ხმები თითქოსდა ახალ გაწვეულ ჯარისკაცებს ცუდ პირობებში ამყოფებდნენ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან მათ შეძლებულ აფხაზზე უკეთესი სასმელ-საჭმლით ამარაგებდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის პირველ აპრილს სოფელ ოქუმში მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ქუთაისის გუბერნატორმა გროსმანმა, განუმარტა, რომ სამხედრო მოვალეობის შესრულებას თავი აარიდა არაერთმა გაწვეულმა ჯარისკაცმა, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო და მოსახლეობას მიმართა, თუ 10 დღის განმავლობაში ჯარისკაცები უკან დაბრუნდებოდნენ, მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს არ გაატარებდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის პირველ აპრილს ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე იგნატეს ძე გროსმანი სოფ. ოქუმში ხალხთან შესახვედრად ჩავიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის აპრილში ივანოვი საგუბერნიო ხაზინადრის თანაშემწე იყო.