რეგისტრირებული ფაქტები90132
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში თბილისში მყოფმა მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა წარმოადგინეს ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „არკაზანვები“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში მსახიობი ვასილ აბაშიძე სოფელ მეჯვრისხევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, საქართველოში ფილოქსერასა და ვაზის სხვადასხვა დაავადებების გამოსაკვლევად საფრანგეთის სამეურნეო სამრეწველო საზოგადოების წევრი ბონანი ჩამოვიდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 29 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერემია და ონანა გულაზოვები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ნებისმიერი სახის განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში, უნდა მისულიყვნენ ქუთაისში მდებარე ვარლამ ჭილაძის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა ნებისმიერი სახის განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში, უნდა მისულიყვნენ ფოთში მდებარე ბესარიონ კალანდაძის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვალერიან გუნიას განცხადება, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა განცხადება გამოექვეყნებინა 1889 წლის კალენდარში უნდა მისულიყვნენ თბილისში მდებარე ექვთიმე ხელაძის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიამ ექვთიმე ხელაძის სტამბაში 1889 წლის კალენდრი დაბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა მთელი თავისი რესურსი და შესაძლებლობა გამოიყენა, რომ სამეურნეო სკოლა დაეარსებინა და ახალგაზრდებისთვის შესაბამისი განათლება მიეცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსებულ სამეურნეო სკოლას ფუნქციონირების გასაგრძელებლად თითოეული ქართველისგან დახმარება ესაჭიროებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარდანა ხეთაგური 2 წლის განმავლობაში ცხინვალის მოქალაქეების ქონებას იტაცებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილი ვარდანა ხეთაგური ცხინვალში შეიპყრეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 ივნისს გაიმართა ალექსანდრე ხოსროევის სასამართლო პროცესი, რომელსაც მისი ადვოკატი შევალიე ესწრებოდა, ხოლო თავად ხოსროევმა ავადმყოფობის გამო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 27 ივნისს ავლაბარში მოვაჭრე ერემია გულაზოვმა ონანა გულაზოვს ტამოჟნიიდან საქონლის გამოსატანად 1610 მანეთი გაატანა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობათა კრებული მალე დაიბეჭდებოდა და გასაყიდად მაღაზიებში დაარიგებდნენ.

