რეგისტრირებული ფაქტები90132
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 ივნისს ხონში ქართველი სტუდენტის დასახმარებად გამართულ ღონისძიებაზე ევგენი ქუთათელაძემ, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ, ალექსანდრე მაჭარაძემ და სამსონ სანაძემ გარკვეული თანხა გაიღეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივნისს სპირიდონ ჯორჯიკიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მიიღო საკვინტაციო დავთარი N 32, საწევრო დავთარი N 30 და სააგენტო ინსტრუქცია, თუმცა არ მიუღია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1885 წლის წევრთა სია. ჯორჯიკიამ ამ სიის, ყველა წევრის სიისა და საზოგადოების წესდების გაგზავნა ითხოვა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მიქაძე სადგომის გაქურდვაში ვასილ გომართელს ადანაშაულებდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრო ჩახნაევი კარდენახის სკოლის პედაგოგი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ყაზბეგი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მის დედას, ელისაბედ ყაზბეგს, 26 ივნისს სტეფანწმინდაში დაკრძალავდნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის დედა ელისაბედ ესტატეს ასული ყაზბეგი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაქსიმე ჭანტურიამ განათლება ქუთაისში ალექსი ჭიჭინაძის შემწეობით მიიღო.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილი მოსკოვის ანთრპოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და ეთნოგრაფიის საიმპერატორი საზოგადოების წევრი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ფილიმონ ქორიძის მიერ გამართულ ღონისძიებას მხოლოდ 5 ადამიანი დაესწრო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ ქუთაისში გამართულ თეატრალურ ღონისძიებებს მაყურებელი არ სწყალობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს სთხოვა, თავისი სახელმძღვანელოები – „ბუნების კარი“ და „დედა-ენა“ თავად დაებეჭდა და შემდეგ საზოგადოებისთვის გადაეცა გასაყიდად.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობამ ალექსანდრე სიმონის ძე ნიჟარაძეს დაავალა, რომ კვლავ გაეგრძელებინა ქუთაისის გუბერნიის მარშლის მოვალეობის შესრულება.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ პეტრიაშვილი ბუნებრივი სიმდიდრის დასათვალიერებლად მის სტუდენტებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე პოსიეტი გზათა მინისტრი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი მოსკოვის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის პროფესორი იყო.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თამარ ბაგრატიონი ალექსანდრე ბაგრატიონის შვილი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ალექსანდრე ბაგრატიონი ნათესავებსა და მეგობრებს ატყობინებდა, რომ მისი შვილი, თამარ ბაგრატიონი გარდაიცვალა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ სულხანიშვილი შილდის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 22 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ასაბაშვილი შილდის სკოლაში გალობის პედაგოგად მუშაობდა.

