საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85276

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 აპრილს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა ტრიფონ რამიშვილის პიესა „სალომეს ოჯახი“ ალექსანდრე იმედაშვილის, ანეტა ქიქოძის, ზაქარია გომელაურის, ვ. ნინიძის, ალექსი მეტრეველის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 16 მაისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე მისთვის პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ყოველკვირეულ სამხატვრო ჟურნალ „Русская иллюстрация“-ს №6-ში დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის წერილი „აკაკის სამარეზე“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ველისციხის აკაკის სახელობის ბიბლიოთეკას მნაცაკან ისაკოვმა 300-მდე წიგნი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ნინო ყიფიანისამ ქართულად თარგმნა პიესა „ბიძია თომას ქოხი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვეფხო აკობაშვილის ლექსი „სულის შაირი“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წლის 13 თებერვალს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „ქურუმს“.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მიხეილ გიორგის ძე ლელაშვილი 1869 წლის 20 ნოემბერს დაიბადა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

მიხეილ გიორგის ძე ლელაშვილი 1915 წლის 2 მაისს გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ კავსაძის სტატია „ქართული მუსიკა“.

1890

ტიპი: გარდაცვალება

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე 1890 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ამირეჯიბის მოთხრობა „ოცნების კიბე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „ქართველ სომეხთა თეატრი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ქიშვარდის ძე ქურიძის წერილი „ნინო ჩხეიძე და ვ. სარაჯიშვილი საგასტროლოდ ბაქოში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იასონ კერესელიძის წერილი ზაქარია ჭიჭინაძისადმი.

1850

ტიპი: განათლება

1850 წელს დიმიტრი ბაქრაძემ მოსკოვის აკადემია დაამთავრა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში, 1915 წლის 15 მაისს, მოკლეს შტაბს-კაპიტანი ივანე კონსტანტინეს ძე გურგენიძე.

1827

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე 1827 წლის 8 აპრილს ხაშმში დაიბადა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მიხეილ გიორგის ძე ლელაშვილმა დაიწყო იუმორისტული ჟურნალ „სუსხის“ გამოცემა. ჟურნალის მხოლოდ 9 ნომერი გამოვიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გედ. გელოვანის „თუშური ლექსი“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვლადიმერ ხვედელიძემ ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სევ. პაპავამ ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქეთო კალაძე ხაშურის თეატრში მუშაობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ადამის ძე ხუროძის სტატიის „იროდიონ ევდოშვილის ხსოვნას“ გაგრძელება.