საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81648

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს გიორგი კურდღელას ძე უთურგაური იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან წაიღო ჟურნალი „ივერია“ N1-6.

1907

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ფონდის დასახმარებლად მიმართვა დაუგზავნა ქართულ დაწესებულებებს: შავი ქვის (მანგანუმის) მწარმოებელთა კრების საბჭოს, ქალაქის თვითმმართველობებს, თავად-აზნაურთა კრებებსა და ბანკებს, – წერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა და დასძენს, რომ ყველგან დიდი თანაგრძნობით მიეგებნენ მოწოდებას.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის სექტემბრისთვის ილია ჭავჭავაძის ფონდის თანხა შეადგენდა 9 818 მანეთსა და 79 კაპიკს, ხოლო მისი სარგებელი – 218 მანეთსა და 03 კაპიკს, რაც, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივნის სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას აზრით, დიდი მამულიშვილის ხსოვნის მიმართ ქართველი საზოგადოების არაგულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 2 000 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ გივი ავალიშვილის თხოვნა ფოტოსახელოსნოში სამსახურის შესახებ განსახილველად გადასცემოდა დავით კარიჭაშვილს, ხოლო განსაკარგავად – ნიკოლოზ ცხვედაძეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის მოსწავლეებმა საღვთო სჯულიდან კარგად შეისწავლეს ლოცვები და მოთხრობები, განსაკუთრებით II და III განყოფილების მოსწავლეებმა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის II და III განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენიდან კარგად შეისწავლეს ლექსები. ისინი ახალ მოთხრობებსაც კარგად კითხულობდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 23-24 აპრილს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცახლავამ გომარეთის სკოლა დაათვალიერა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლაში სწავლა გვიან, ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, ამიტომ მოსწავლეებმა საგნების სრულად გავლა ვერ მოასწრეს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის I განყოფილების მოსწავლეებმა რუსული ენიდან გაიარეს „რუსკოე სლოვოს“ ლექსიკური ნაწილი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თონეთის სკოლის I განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენიდან კარგად შეისწავლეს ლექსები და მოთხრობები, ახალი ტექსტის კითხვა კი შედარებით უჭირდათ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის I განყოფილების მოსწავლეები კარგად კითხულობდნენ ნასწავლ მოთხრობებსა და ლექსებს. II განყოფილების მოსწავლეებს უჭირდათ, ხოლო III განყოფილების მოსწავლეები კი განვლილ მასალასაც კარგად კითხულობდნენ და აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემაც შეეძლოთ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის მოსწავლეებმა „ბუნების კარიდან“ კარგად ისწავლეს გეოგრაფიული ცნობები საქართველოს შესახებ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის I განყოფილების მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ რუსული სიტყვები, ნასწავლ ტექსტებსაც კარგად კითხულობდნენ, უცხო ტექსტები კი უჭირდათ. III განყოფილების მოსწავლეები კარგადაც კითხულობდნენ და წაკითხულის შინაარსსაც ჰყვებოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1910 წლებში ილია ჭავჭავაძის ფონდის მხარდამჭერებიდან სამსონ ფირცხალავა განსაკუთრებით ემადლიერებოდა თბილისში დაარსებულ ქალთა წრეს, რომელმაც ფონდის გასაძლიერებლად პროვინციებშიც დააარსა განყოფილებები.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის ყველა განყოფილების მოსწავლე სუსტი იყო არითმეტიკაში, რადგან მასწავლებელი უფრო მეტ დროს კლასგარეშე საქმიანობას უთმობდა, ვიდრე გაკვეთილებს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთში უნდა დაარსებულიყო ყველის, კარაქისა და სხვა პროდუქტების დასამზადებელი ქარხანა. ანგარიშს ხელი მოაწერეს ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, ვახტანგ მუსხელაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუამ.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 21-26 მაისს გამგეობის წევრებმა პართენ გოთუამ და ნიკოლოზ ელიავამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სარევიზიო კომისია ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის IV კლასში ქართული ენის გამოცდას დაესწრო და დარწმუნდა, რომ მოსწავლეებმა საგანი კარგად იცოდნენ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იცოდნენ ქართული ენის გრამატიკა, ლექსები, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია. მათ კარგად დაწერეს თემა „შოთა რუსთაველი და მისი დრო“. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 26 მაისიდან 2 ივნისამდე გამგეობის წევრმა ივანე გიორგის ძე რატიშვილმა კავკავის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 7 მაისს გამგეობის მდივანმა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შორაპნის მაზრის შავი ქვის (მანგანუმის) მრეწველთა საბჭოდან შეატყობინეს, რომ შესაძლებლობისთანავე გაიღებდნენ თანხას როგორც ილია ჭავჭავაძის ძეგლის ასაგებად, ისე სპარსელი ქართველებისთვის, მაგრამ ამას უსახსრობის გამო ჯერ ვერ ახერხებდნენ. შეტყობინებას ხელი მოაწერა საბჭოს კანტორის გამგემ, იასონ ბაქრაძემ.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა „დედა ენიდან“ მხოლოდ 95 გვერდი გაიარეს. მათ კარგად იცოდნენ განვლილი მასალა და წერა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.