საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89112

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა იოსებ ივანეს ძე რატილის მიერ ნოტებზე გადაღებული ქართველ მომღერალთა დასის შესრულებული „ალილოს“ პირველი რვეული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ მთაწმინდაზე, ლაბორატორიის ქუჩაზე, საქალებო ინსტიტუტის ახლოს წყლის გაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ კახეთში ფოსტა უწესრიგოდ არიგებდა გამოწერილ გაზეთებს, დიდ ნაწილს გზაში კარგავდა, რის გამოც მოსახლეობა ძალიან განაწყენებული იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ახალციხის რამდენიმე სოფლის საყდარში სანთელი არ იყიდებოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ვლადიკავკაზიდან „ღვთისმშობლის სახელზე დაარსებული ძმობისგან“ ქართველმა სამღვდელოებამ წიგნები მიიღო.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ვლადიკავკაზის ეპარქია საქართველო-იმერეთის „სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილიდან ვგებულობთ, რომ ადგილობრივი ეპარქია „საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილის თანახმად, ოსების სამრევლოში მღვდლების უმეტესი ნაწილი ქართველები იყვნენ.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილ წერილში ავტორები ითხოვდნენ, რომ „იმერეთის სასინოდო კანტორას“ ვლადიკავკაზის ეპარქიის ოსეთის სამღვდელოებისთვის „ღვთისმშობლის სახელობაზე დაარსებული ძმობისგან“ დაბეჭდილი წიგნები განკარგულების წესით გაეგზავნა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, მოარული ხმების თანახმად, ამიერკავკასიის რკინიგზის საქმეებს ინჟინერი ოლეხინი ჩაიბარებდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „მწყემსის“ ცნობით, 1887 წლიდა იმერეთის სამღვდელოებას ჯამაგირისთვის სრულად 111 001 მანეთი მიეცემოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „რუსს. ვედმ.“ ცნობით, გამოვიდა ერმაკოვის წიგნი „კავკასიის აღწერილობა“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ზაფხულში რუსეთიდან რამდენიმე სწავლული ახალგაზრდა ჩამოვიდოდა და გრაფ უვაროვის მეუღლის ხელმძღვანელობით სხვადასხვა გვარის გამოკვლევას დაიწყებდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება იმის შესახებ, რომ თბილისის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნები: „საქართველოს მოკლე ისტორია“ (ფასი 60 კაპ.), „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ (ფასი 45 კაპ.) და „მერცხალი“ (ფასი 7 კაპ.).

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) სარედაქტორო წერილში ავტორი გულისტკივილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ თბილისთან ახლომდებარე, შეძლებულ სოფელ დიღომში ერთი სკოლაც არ იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისში საგალობლების ნოტებზე გადასაღებად ჩამოსულ პოლიევქტოს კარბელაშვილს ამ საქმის მცოდნე მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვი პეტერბურგში დახვდა წასული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 4, 11, 18, და 23 მარტს ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვე კავკასიის სამეურნეო საზოგადოებისთვის ლექციებს წაიკითხავდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სომხური გაზეთის „ნორ-დარის“ ცნობით, ავლაბრის ეჩმიაძინის წმ. გიორგის სამრევლო სასწავლებელს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა 150, თომა დავითის ძე ფრიდონოვმა და ბუგდან ყაზაროვმა 50-50 მანეთი შესწირეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ქალაქის საბჭოზე სიტყვით გამოსული „გამცემი კასსის“ დირექტორი ყაზარიანცი გირაოს პატრონებისთვის სარგებლის გადახდის დადგენას ითხოვდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ოზურგეთში ღარიბი მოსწავლეების მხარდასაჭერად გაიმართა კონცერტი და წარმოდგენა „თამარ ბატონიშვილის“ მესამე ნაწილი, რომელშიც ცამციშვილი და ტა-ლი მონაწილეობდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „მეველე“ დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ვლადიმერ ინანაშვილის წერილი რედაქტორისადმი ღვინის გაკეთების ტექნოლოგიის შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე სულხანოვის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ის გულისწყრომას გამოთქვამდა, რადგან ფოსტაში ქართულად ხელი არ მოაწერინეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა თბილისში მოემგზავრებოდა და გზად ტოლათსოფელში გაათია ღამე ვასილ კოპტონაშვილთან.