საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89112

1887

ტიპი: თანამდებობა

1887-1909 წლებში შიო ქუჩუკაშვილი თბილისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიას განაგებდა.

1887

ტიპი: განათლება

1887-91 წლებში იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაია სოფ. ბანძიდან ჩამოიყვანეს და სამღებრო ქარხანაში ხელობის სასწავლებლად მიაბარეს.

1887

ტიპი: განათლება

1887-1888 წლებში თედო სახოკია სორბონის უნივერსიტეტის საისტორიო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიის კურსი დაასრულა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს დიმიტრი ხოშტარია და დედამისი, მარიამ გაგუა ოდესაში გაემგზავრნენ.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს დიმიტრი ხოშტარია ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს „Труды об. сель. хоз.“-ში დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია „Культура роса в Закавкаском округе“.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ვასილ წერეთელი ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლიდან, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, დუტუ მეგრელი ჩაება ქართველ სტუდენტთა წრის მოღვაწეობაში.

1887

ტიპი: ღონისძიება

დუტუ მეგრელის დედა, მარიამი 1887 წელს ოდესაში ჩასვლის პირველივე დღიდან გაურბოდა ებრაელებთან რაიმე სახის კავშირს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის „ივერიის“ №49 და №50-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ფუჭაძე“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის გაზეთ „ივერიის“ №18-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „რა ვარ მე“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის გაზეთ „ივერიის“ №104-106 და №108-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ჩიტი-გვრიტი“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წელს გაზეთ „ივერიის“ №176-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქართულ სახალხო პოეზიის მოყვარეთა მიმართ.“

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტიდან პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს შიო მღვიმელმა დაამთავრა გორის ოთხკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს შიო მღვიმელი გორიდან სენაკში გაემგზავრა უფროს ძმა გიორგისთან.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წელს გიორგი ქუჩუკაშვილი იყო სახელმწიფო მამულების გამგე-აგენტი ქალაქ სენაკში.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს გიორგი ქუჩუკაშვილი უმცროს ძმა შიოსთან ერთად სახელმწიფო მამულების თაობაზე ქალაქ სენაკიდან სვანეთში გაემგზავრა.

1887

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1887-1893 წლებში ცნობილი ექიმი იაკობ ბარდახი დაუახლოვდა ოდესის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტობას.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1887 წელს გოლა ჩიტაძე ცხოვრობდა ეგზარხოსის მოედანთან მდებარე ჩიხის №7-ში.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლიდან ოდესის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა წრემ ლავროვის, მიხაილოვსკისა და ჩერნიშევსკის თხზულებათა შესწავლა დაიწყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ქართველ სტუდენტთა წრე, სადაც დუტუ მეგრელიც შედიოდა, გაეცნო მიხაილოვსკის თხზულებას „რა არის პროგრესი“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტის იურუდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ვასილ წერეთელმა კარლ მარქსის „კაპიტალის“ რუსულად თარგმნილი პირველი ტომი შეიძინა.