რეგისტრირებული ფაქტები87038
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომ მას რვა სოფლის საზოგადოება ინახავდა, რომლის ხარჯი წელიწადში 900 მანეთი იყო. სკოლას ჰქონდა ფონდი, რომელსაც მაზრის მმართველობა განაგებდა. იქ 53 მოსწავლე სწავლობდა, ქალები არ სწავლობდნენ, იყო სივიწროვე, ნესტი, წვიმა ჩამოდიოდა, არ ჰქონდათ ლამფა, იატაკი და ეზო. არქიტექტორმა სკოლისთვის სხვა სახლი უფრო კარგი პირობებით არ გამოყო. სკოლაში ავეჯი საკმაოდ კარგი ჰქონდათ. ზამთარში ბევრი მოსწავლე ჰყავდათ, ხოლო ოქტომბერში რთველის დროს თითქმის, არც ერთი მოსწავლე არ დადიოდა სკოლაში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომაზე აბრამ აკოფოვმა თხოვნით მიმართა გამგეობას, მიეცათ მისთვის 1200 მანეთი „დედაენის“ 24000 ცალი ყდის დასამზადებლად, რომელსაც გამგეობას მაისის ბოლოს ჩააბარებდა. გამგეობამ დააკმაყოფილა აკოფოვის თხოვნა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გურჯაანის სკოლის მასწავლებლის, პოლიევქტოს კარბელაშვილის, ხელნაწერის დედნის დაბეჭდვა მიანდეს ნიკოლოზ ცხვედაძეს, გიორგი წერეთელს, ნიკოლოზ ქანანოვსა და მღვდელ იაკობ ზედგინიძეს. მათ უნდა ეცნობებინათ საზოგადოებისთვის, რამდენად სასარგებლო იყო კარბელაშვილის ხელნაწერის დედნის სასწავლებლებში გავრცელება.
1908
ტიპი: ავტორობა
1908 წლის 1-ელ აპრილს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკმა დეპეშით აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდის ხარჯებისთვის 50 მანეთი გაუგზავნეს. ხელმომწერნი: ბანკის გამგეობის წევრი დიმიტრი ფავლენიშვილი, ბუღალტერი დიმიტრი თუმანიშვილი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, სერგო კაკაბაძის მდივნობის პერიოდში ოქროს ფულები ინახებოდა პატარა უჯრებიან კარადაში, რომელიც დაკეტილი იყო. კაკაბაძე ხშირად ათვალიერებდა ამ ფულებს, ნუმიზმატიკურ ნივთებს და ამბობდა, რომ ოქროს ფულებზე ძვირფასი ვერცხლის ფულები იყო.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 9 ივნისს ჩატარებული კრების მიხედვით, სამუზეუმო კომიტეტმა გადაწყვიტა მუზეუმისთვის შენობის ასაშენებლად ადგილი ეყიდა ცისკარაშვილის ქვრივისგან (ერთი მეთოთხმეტედი ნაწილი) და ბედ 550 მანეთი მიეცა. სამუზეუმო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა აღნიშნული თანხა მათთვის იმ თანხიდან გადაეცა, რომელიც გადადებული იყო მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად. მოხსენებას ხელს აწერს სამუზეუმო კომიტეტის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი. კომიტეტის წევრები: ალ. პ. სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ვახტანგ მუსხელაშვილი.
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს აცნობა, რომ იასონ ციციშვილმა საზოგადოებას ფიქრის გორაზე 50 საჟენი მიწა. სთხოვა. მას სახლის აშენება სურდა იმ პირობით, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა, თვითონ იცხოვრებდა, გარდაცვალების შემდეგ კი სახლი წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 10 სექტემბრიდან 1911 წლის 28 მარტამდე სერგო კაკაბაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბათუმში მოვაჭრე ნიკოლოზ გოგიტიძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, გიგიტიძისთვის უნდა გაეხსნათ კრედიტი 200 მანეთის ოდენობით და მის თავმდებთ წაღებული წიგნების ღირებულების ვექსილებზე უნდა მოეწერათ ხელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს იოსებ ოცხელის მიერ შედგენილი პედაგოგიური საბჭოს ოქმების განხილვა იაკობ ღულაძეს დაევალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ნიკოლოზ ღოღობერიძე 1881 წლიდან ყოველწლიურად იხდიდა საწევროს 20 მანეთს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ვლადიმერ ივანეს ძე კაიდანოვი თბილისის სახელმწიფო ბანკის მმართველი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოს წევრთა არჩევნები დანიშნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ მიიღო დადგენილება, რომ დათანხმებოდნენ გრიგოლ ტატიშვილის წინადადებას, „ანბანი კანვაზე საკერის“ 300 ეგზემპლარის ნახევარ ფასად შესყიდვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ამისთვის თანხა წიგნების გამოცემის ხარჯიდან გამოეყოთ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ტატიშვილის წინადადება, გამგეობას მისგან ნახევარ ფასად შეესყიდა „ანბანი კანვაზე საკერის“ 300 ეგზემპლარი და ამ ნაწარმოებისა და „ჩართულის“ კლიშეები. გამგეობამ ეს საკითხი ადმინისტრაციულ სექციას გადააბარა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ივანე ეგნატეს ძე ნაუმოვი სააქციზო განყოფილების მეორე ნაწილის მმართველი და ზედამხედველი იყო ბათუმში.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს პეტრე შეშენინი სიღნაღის სააქციზო განყოფილების მეექვსე ნაწილის მმართველი და ზედამხედველი იყო.

