საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 კლასში მოსწავლეები რუსულ ენაზე ლექსებს ზეპირად ამბობდნენ, მოთხრობებს გამართულად ჰყვებოდნენ და ხსნიდნენ მის აზრს. უცნობი ტექსტის კითხვა და მისი შინაარსის გადმოცემა უჭირდათ, მაგრამ ზოგადად, ამ მხრივ კარგი შედეგები ჰქონდათ მოსწავლეებს. გრამატიკულად საკმაოდ ბევრ წინადადებასა და სიტყვას არჩევდნენ, მათემატიკიდან კარგად იცოდნენ ოთხივე მოქმედება და ამოცანების ამოხსნა ქართულ და რუსულ ენაზე ეხერხებოდათ, იცოდნენ სამშობლოს აღწერა და საღვთო სჯულის ტექსტების შინაარსს კარგად ჰყვებოდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თედო რაზიკაშვილი ხელთუბნის სკოლის პედაგოგი იყო, იქ თოთხმეტი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თედო პავლეს ძე რაზიკაშვილმა დაასრულა გორის საოსტატო სემინარია.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლავრენტი დავითის ძე აგლაძემ თბილისის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი წლიური ანგარიშის მიხედვით, ლავრენტი დავითის ძე აგლაძე თონეთის სკოლაში შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 530 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე გიუნაშვილი წინარეხის სასწავლებელში სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე იოსების ძე გიუნაშვილმა დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. უსახსრობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავასგან შეიტყვეს, რომ წიგნის მაღაზიისთვის ბინის ქირაობა შესაძლებელი იყო პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებით მწიგნობრობის სექციის დროებითი მოვალეობის აღმსრულებლად პეტრე სურგულაძე დაინიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გაეცნენ იაკობ ნიკოლაძის მიერ შედგენილ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ახალი ესკიზებს. გამგეობამ ესკიზები მოიწონა და გადაწყდა, ნიკოლაძისთვის 1000 მანეთი გაეგზავნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დაბეჭდვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილღა ჭავჭავაძეს საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 50 მანეთი მისცეს.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, წინარეხის სკოლის მასწავლებლის ივანე გიუნაშვილის თვიური ანაზღაურება 9 მანეთი და 17 კაპიკი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ივანე გიუნაშვილის შრომის ანაზღაურების საკითხი. მას გადასცეს 10 სამუშაო დღის ხელფასი – 4 მანეთი და მგზავრობის თანხა – 6 მანეთი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისგან ჟურნალ „მოგზაურის“ ორი წლის გამოცემების (სულ 50 ნომრის, თითოს – 40 კაპიკად) შეძენის თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა ბიბლიოთეკის წიგნებისა და ხელნაწერებისთვის ყდებისა და ბუდეების დამზადებაზე ზრუნვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს არჩილ ჯორჯაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების სახით 15 თუმანი გადასცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება აკაკი წერეთლის თხოვნასთან დაკავშირებით, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის პენსიების წინასწარ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 300 მანეთი გაეგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე ნანიშვილის, გიორგი პეტრეს ძე ნაზარიშვილის, გრიგოლ პორფილეს ძე პატარაიას, ალექსანდრე გერასიმეს ძე ჟოჟიკაიშვილის, ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილის, ალექსანდრე საათაშვილის, მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძის, გიორგი ისიდორეს ძე ტაბატაძისა და გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილმა დაამთავრა სიღნაღის სამკლასიანი სასწავლებელი და რომელიმე სასწავლებელში მეურნეობის შესასწავლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.