რეგისტრირებული ფაქტები93118
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავში გრიგორ ბურჭულაძის თაოსნობით გამართული წარმოდგენიდან წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მმართველ ერმილე ნაკაშიძეს 51 მანეთი გადასცეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის სასამართლოს განყოფილებაში მიხეილ ერისთავის საქმე განიხილეს. მას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 იანვარს ქუთაისში მარიამ სიმონის ასულ ღოღობერიძეს 603 მანეთის ღირებულების ვერცხლისა და ოქროს ნივთები მოჰპარეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 23 იანვრიდან ლუკა ისარლოვი თავისი თხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 23 იანვრიდან ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილი მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ხაშურში დაიწვა სვიმონ თევდორაძის სასტუმრო „ვარშავა“.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მანსვეტოვი კავკასიის მე-3 მსროლელთა ბატალიონის ქვეითთა ჯარში მსახურობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მახვილაძე თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით ხუნდაძე თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის უფროსად გადაიყვანეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით წინამძღვრიშვილი ცხინვალის დეპეშათა სადგურის უფროსის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიშვილი ალექსანდროპოლის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ზედამხედველი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს ქუთაისის დრამატულ დასში წარმოადგინეს ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი პიესა „უკანონო შობილი“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე ილია ზარაფიშვილმა გამგეობის წევრებს ამხანაგობის წესდების ქართულად დაბეჭდვა შესთავაზა. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრება გაიმართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 22 იანვარს ნოდარ ჯორჯაძის თავმჯდომარეობით გამართულ თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე გადაწყდა, სახელმწიფო ბანკიდან 4 000 მანეთი ესესხათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში მაზრის უფროსის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის სამუშაოდ თბილისში გადაყვანის აღსანიშნავად და დასამშვიდობებლად შეიკრიბნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას გ. ხითარაშვილმა 5 მანეთი შესწირა, იოსებ კოშორიძემ, ვასილ როსტომაშვილმა და დ. ვ. როსტომაშვილმა – თითო მანეთი, ი. ლაშხაურმა – 40 კაპიკი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ლევან გიორგის ძე ჯანდიერმა 5 მან. შესწირა, სალომე ჯანდიერისამ, ლიზა თაბუნიძისამ და დ. ა. ნაუმენკომ – თითო მან., ა. ნ. ჭავჭავაძემ – 3 მანეთი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას დ. ვ. ხიზანაშვილმა, გ. ხ. ნამორაძემ, გ. დ. გოჯიაშვილმა და თ. ნ. ჯღუთაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

