რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქარელში, ხუმარაძის საწყობში, გაიმართა წარმოდგენა „ძუნწი“ და „ბიძიასთან გამოხმაურება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლევან და ს. ციციშვილებმა. შემოსული თანხა ღარიბ სტუდენტებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა წარმოდგენის შემდეგ გამართულ ლხინზე ბევრი დაიხარჯა და სტუდენტებისთვის ცოტა თანხა დარჩა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნეს ბრძანება დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის „სტატსკი სოვეტნიკის“ თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრა ლისენკო თბილისში არტაზოვის ქუჩაზე ფლობდა პანსიონს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ფოფანოვი, რომელსაც სურდა თბილისში ქარხნის გახსნა, გაქურდეს და მოჰპარეს ზამთრის ლაბადა, შარვალი და ნივთები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აგვისტოს გიორგი ხაბულაშვილმა ბაბოვის სამგზავრო ეტლი გადააბრუნა და ეტლის მფლობელი დაშავდა. ხაბულაშვილი დამნაშავედ ცნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს ქარელში გამართულ წარმოდგენაზე გ. ტყემალაძე ღარიბი სტუდენტების სასარგებლოდ ბილეთებს ყიდდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლების მსურველებს საბუთები – ასაკისა და აზნაურობის მოწმობა – სასწავლებლის მმართველის სახელზე უნდა შეეტანათ 15 აგვისტოდან და თვის ბოლომდე გადაწყდებოდა მოსწავლეების მიღების საკითხი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილების მოსწავლეებს აგვისტოში ჩაუტარდებოდათ გამოცდები და თუ ისინი მეორე განყოფილებაში გადავიდოდნენ, ჯამში 1-ში 30-ზე მეტი თავისუფალი ადგილი იქნებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მმართველი იყო ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რამაზან მაშადი ქირიამ ოღლი და მამედ ჰაჯი ყურბან-ოღლი პოლიციელმა კ. სვიმონოვმა დააკავა ქამანდაროვის მკვლელობისთვის.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის სოფელ ველისციხეში ცხოვრობდა გლეხი მიხეილ ჩიტაშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ფურცელაძემ ნოქალაქევის აკლდამებში ნაპოვნი ყველა ნივთი პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიურ კომისიას გაუგზავნა.

