რეგისტრირებული ფაქტები89045
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ორი-სამი ძარცვის შემთხვევა იყო. ადგილობრივ ვაჭარს 500 მანეთი ამოაცალეს, სასტუმროს მდგმურები გაძარცვეს და ვერცხლის ქამარ-ხანჯლები, ძვირფასი ქუდები და ერთი ცხენი წაიყვანეს, თუმცა არავინ იძიებდა ამ ფაქტს და არავის აინტერესებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში გარემოს მოწესრიგება და დასუფთავება მარტივი იყო, როგორც დეპუტატების, ისე მოქალაქეების მხრიდანაც, თუმცა ამისთვის საქმეებს ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რისთვისაც თავს არავინ იწუხებდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილის დეპუტატებს შეეძლოთ ღამის გუშაგები დაექირავებინათ, განათებები დაედგათ ქუჩებში და ღამით მოხეტიალეებისთვის სიარულის უფლება შეეზღუდათ, თუმცა ხელმძღვანელი არ ჰყავდათ და საქმეებს თავს ვერ აბამდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ფოსტის ქუჩაზე ფეხითმოსიარულეების გზას არავინ წმენდდა, რის გამოც მოქალაქეები პირახვეულები დაიდოდნენ იმდენად შემაწუხებელი სუნი იდგა. ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე არავინ ზრუნავდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში მადნებიდან შავი ქვის გადმოსატანად რამდენიმე ათასი ოთხფეხა პირუტყვი ჩაიყვანეს. ისინი შიმშილისა და შრომისგან დასუსტებულები იხოცებოდნენ და მათ ლეშს ძაღლები ჭამდნენ ქუჩებში. სანიტარული კომისია ასეთ მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ ლოცავდა ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილის შრომას და სურდა მისი მოსწავლეები წარმატებულები ყოფილიყვნენ, რათა ქვეყნისთვის სარგებელი მოეტანათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ოცი წლის განმავლობაში ქართველ ახალგაზრდებს ასწავლიდა, ყურადღებას აქცევდა და შემდეგ ეს ახალგაზრდები საქართველოსთვის მთელი ცხოვრება თუ არა რამდენიმე წელი მაინც თავდაუზოგავად შრომობდნენ. პეტრიაშვილის მხრიდან ეს ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური იყო, რასაც სხვა ვერავინ გაუწევდა სამშობლოს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ მენდელეევი და ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი ერთსა და იმავე ქვეყანაში, სასწავლებელში ერთსა და იმავე საგანს ასწავლიდნენ, თუმცა მენდელეევის მიმართ ქართველები მხოლოდ შორიდან პატივისცემით შემოიფარგლბოდნენ და პეტრიშვილი კი – ძალიან უყვარდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, რომ ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილი საზღვარგარეთ ახალგაზრდებს ქიმიას არაჩვეულებრივად ასწავლიდა, მაგრამ ამით საკუთარ ქვეყანას არანაირი სარგებელი არ ჰქონდა, თუმცა ქართველებს ის მაინც ძალიან უყვარდათ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში აკაკი წერეთელი წერდა, არამხოლოდ პროფესორები, არამედ სამზარეულოში მომუშავე ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომით მიაღწიეს წარმატებას და დარგის მცოდნეებად ჩამოყალიბდნენ მაგალითები იყვნენ იმისა, რომ ქართველი ადამიანი ნიჭიერი იყო.

