რეგისტრირებული ფაქტები81413
სორტირება თარიღი კლებადობით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელმა ყარამან ჩხეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ დაბა საჩხერის სკოლას ყველაზე მეტად სჭრიდებოდა და გამგეობას უნდა გამოეგზავნა: „დედა ენა“ – 10 ეგზემპლარი, „ბუნების კარი“ – 8, საწერი რვეულები – 24, სახატავი რვეულები – 24, „საღმრთო ისტორია (მოკლე ვერსია ქართულ ენაზე) – 12, „არითმეტიკული გამოცანები“ – 24, ქართული წერის სასწავლო დედნები – 24 და გრიფილის დაფები – 20.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს ლანჩხუთის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგი სპირიდონ კვირკველია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სჭირდებოდათ „დედაენა“ 29 ეგზემპლარი, დედანი − 40, „ბუნების კარი“ − 7, ასპიდის ფიცარი − 24, ფანქარი − 49, გრიფილი − 58 ცალი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მარტში მიიღო სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება. ასევე მიიღო საკითხავი წიგნები, რომლებიც აღრიცხა ბიბლიოთეკის კატალოგში, როგორც საზოგადოებისგან შემოწირული.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 23 ნოემბერს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოს აცნობა, რომ თანახმა იყო, გაზეთ „დროების“ რედაქტორის უფლებები ილია ჭავჭავაძეს სერგეი მესხისთვის გადაეცა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი გიორგი ცერცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ კირცხის სკოლას სჭირდება შემდეგი სასწავლო სახელმძღვანელოები და ნივთები: „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი – 30, II ნაწილი – 8 ეგზემპლარი, „დედა ენა“ – 30, „ბუნების კარი“ – 8, 30 ასპიდის დაფა და გრიფელები, 30 ფანქარი, 30 დასტა საწერი ქაღალდი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად მიიღო 12 „დედა ენა“, 8 „ბუნების კარი“, 8 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 8 „იგავ-არაკნი“, 10 ქართული წერის დედანი, 8 ასპიდის დაფა, 18 კალმისტარი, 36 ფანქარი, 1 ყუთი კალმები, 4 ½ ოზმა საწერი ქაღალდი და 20 გრიფილი. მან გამოგზავნილი წიგნები და სასწავლო ნივთები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომლებმაც ნივთების მიღების დასტურად ხელი მოაწერეს სპეციალურ ჟურნალში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო თითო ცალი ახალი აღთქმა, „დავითნი“, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“, „ვეფხისტყაოსანი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ და 2-2 ცალი ნ. ბარათაშვილის ლექსები, ი. გოგებაშვილის „დარიგება“, „არითმეტიკული გამოცანები“ და მ. ყიფიანის „არითმეტიკა“.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 ნოემბერს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ კორცხელის სასოფლო სასწავლებლისთვის საჭირო იყო: „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „საღმრთო ისტორია“, როდნოე სლოვო, I და II ნაწილი. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, I ნაწილი, დეკანოზ სოკოლოვის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავდა ლოცვებს, მცნებებს, მრწამსს განმარტებებით, ქართული წერის დედანი, ასპიდის დაფები, კალმისტრები, ფანქრები, ცარცი, კალმები, მელანი, გრიფილები, საწერი ქაღალდი. ხოლო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო: 15 ც. „დედა ენა“, 2 ც. „ბუნების კარი“, 12 ც. „საღმრთო ისტორია“, 12 ც. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, 14 ც. „ლოცვანი“, 10 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი, 7 ც. II ნაწილი, 12 ც. ქართული წერის დედანი, 15 ასპიდის დაფა, აგრეთვე სხვა სასწავლო ნივთები: კალმები, ფანქრები, ქაღალდი, მელანი, გრიფილები და ცარცი.