საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ოქტომბერს ახალი სენაკის სკოლის ზედამხედველი სპირიდონ ენუქიძე და ბოქაული ივანე ახვლედიანი სამრევლო სკოლისთვის შენობის შესარჩევად ნოქალაქევში ჩავიდნენ.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 4 ნოემბერს ქარელში ქორწილის სტუმარმა ნ. გორდეზიანმა კ. ზეინკლიშვილი მოკლა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 6 აგვისტოს ბაკურიანიდან სურამში სავაჭროდ წასული დავით კოჟიაშვილი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

2024

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბერს დუშეთის სამოყვარულო დასის სცენაზე ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში ვერა ვლადიმიროვისა, ნ. ჯინჭველაძისა, ნ. დაფქვიაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ალ. ვლადიმიროვი, შ. ჯინჭველაძე, ალ. ლალიაშვილი და გ. შახმადინი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა დუშეთის დრუჟინის პორუჩიკი კონსტანტინე სიმონის ძე ბეგაევი ადგილობრივ სამოყვარულო დასის არტისტებს სასცენო კოსტუმების შეძენაში დაეხმარა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამურზაყანოს მაზრისა და პოლკის უფროსი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 ივნისის „დროებაში“ არჩილ ჯორჯაძის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 ივნისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „ახალქალაქი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 13 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში, „ცენტრალური წიგნის მაღაზიაში“ ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულო წიგნი“ 10 შაურად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ლექსები „ანგარიშიანი სიყვარული“ და „უანგარო სიყვარული“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ივნისის „დროების“ ცნობით, მიხეილ ახპატელოვის მიერ შედგენილი რუსული ენის სახელმძღვანელო  უაზრო და ბრიყვული იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 ივნისის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავის მიერ შედგენილ მცენარეთა ლექსიკონს კავკასიის სამეურნეო საზოგადოება ხელმეორედ ბეჭდავდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არსენ სიმონის ძე წითლიძე სხვადასხვა წელს ძველი სენაკისა და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლების გამგედ მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გურიის სკოლები არსენ სიმონის ძე წითლიძის თაოსნობით ორკლასიანებად გადააკეთეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს ვალერიან გუნია ქუთაისის თეატრში ჩავიდა, რომ „მეფე ლირში“ ეთამაშა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს, 12 საათზე სასახლეში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მიიღებდა მილოცვებს უცხოელი წარმომადგენლებისგან საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულად ცნობის გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „ჩემი ნატვრა“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ სიმონის ძე გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ გლახუას ასული ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე სიმონის ძე გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის შვილი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატიის „საქართველო“ დასასრული დაიბეჭდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერმონე იოშას ძე ნატბელაძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის ცოლის ბიძაშვილი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 7 თებერვალს სოფიო ილარიონის ასული გოგნიაშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი დავითის ძე წერეთელი თამარა გიორგის ასულ ერისთავის მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ სიმონის ძე გაბრიჭიძე სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის შვილი იყო.