რეგისტრირებული ფაქტები87012
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1885-1886 წლებში ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის, გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენება ბაქოსა და კავკავის სკოლების შესახებ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1881-1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი მიხეილ ყიფიანი საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 18 თებერვალს დარია ყიფიანი, მარგარიტა ხმალაძე, იაკობ ხმალაძე, სოლომონ ხუციშვილი, ვლადიმერ სიმონის ძე ყიფიანი, ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი და ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის განცხადება კანცელარიისთვის კარადის შეძენის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მარტს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სესხი – 1000 მანეთი სთხოვა. გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე მისი სურვილი დააკმაყოფილეს.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს კირილე პაქსაშვილი, ეფრემ პაქსაშვილი, კირილე პისკუნოვი, დარია სოსანაძე და არუთინ სონდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს გიგო აბრამიშვილი, ლუარსაბ აბრამიშვილი, ფირა აბრამოვ-ლაზარევი, ნიკო აკოფოვი და ივანე ბეჟიტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1914 წლის ხარჯთაღრიცხვა განიხილეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ რაზმაძის განცხადება საზოგადოების მამულის იჯარით გაცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვაჟა-ფშაველას თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის იანვარში საზოგადოებაში შევიდა საწევრო თანხა 241. 30 მანეთი, ზუბალაშვილების მიერ სტიპენდიებისთვის გაცემული – 1050, ბანკში შენახული ფულის სარგებელი – 896. 71, მაღაზიიდან – 3968. 81, ილია ჭავჭავაძის სახლის დასახსნელად – 80.

