რეგისტრირებული ფაქტები89045
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თავადაზნაურობის სკოლის პედაგოგი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორობის თანამდებობიდან ავადმყოფობის გამო გათავისუფლება ითხოვა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხი წლის განმავლობაში თბილისის თავადაზნაურობის სკოლის ინსპექტორი იყო ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიხეევის ზედამხედველობით დაიბეჭდა ამიერკავკასიის სახელმწიფოების გლეხთ-ეკონომიკის ყოფა-ცხოვრების შესასწავლად შეგროვილი მასალების წიგნის მესამე ტომი, რომელშიც აღწერილი იყო ახალციხისა და ახალქალაქის მაზრის ყოფა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 სექტემბერს წმ. ნინოს სასწავლებლის აქტის წაკითხვის დროს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა სასწავლებლის საქველმოქმედო საზოგადოების რჩევის განყოფილების თავმჯდომარეს განუცხადა, რომ ყოველწლიურად სასწავლებელს 100 მანეთს შესწირავდა, რისთვისაც ჩითახოვს მადლობა გადაუხადეს რჩევის წევრებმა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მიქელაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტირიუტინი თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსახიობი ვასილ ალექსის ძე აბაშიძე ნელ-ნელა იხვეწებოდა და იზრდებოდა, როგორც არტისტი. იგი გასულ წლებთან შედარებით უფრო ხარისხიანად თამაშობდა როლებს. კარგი იქნებოდა თუ კიდევ უფრო მეტად დაუკვირდებოდა ხარვეზებს და გამოასწორებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი და კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი თბილისის რეალური სასწავლებლის საზეიმო სხდომას დაესწრნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. აფხაზი თონეთის მაზრის უფროსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჩაიკოვსკი თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოსნიკოვი მანგლისის ფოსტის ზედამხედველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პროკურორ ჩაიკოვსკის დაავალეს თონეთის მაზრის უფროსის თ. აფხაზის საქმიანობა შეემოწმებინა.

