რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის საქველმოქმედო სკოლაში ქართულ ენას კვირაში რვა გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის საქველმოქმედო სკოლის გამგის მოხსენება ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობის გაზრდის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანა კაპანაძის თხოვნა სოფელში დასარიგებლად სასკოლო წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების გასანაწილებლად საისტორიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 322. 97 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3064. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.

