რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიოლერი კავკასიის მთების გამგეობის უფროსი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიოლერმა კავკასიის მთების გამგეობის საქმიანობის 1885 წლის ანგარიში რუსულ ენაზე გამოსცა წიგნად, რომლის მიხედვითაც შემოსავალი 172 181 მანეთი იყო, ხარჯი – 73 220 მანეთი. 18 820 მანეთი გეოლოგიურ გამოკვლევებს, სხვადასხვა საჭიროებებსა და ანგარიშების ბეჭდვას მოხმარდა, დანარჩენი კი – მოსამსახურე პირების ანაზღაურებისთვის გამოყვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქაზახის მაზრის უფროსი იყო თარხნიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ქართველიშვილის სახლში აღმოაჩინეს ნავთი, რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა და აფთიაქში გაგზავნეს, რათა ქიმიურად გამოეკვლიათ მისი შემადგენლობა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში მიხაილოვის ქუჩაზე გ. ქართველიშვილი ფლობდა სახლს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 სექტემბერს პარმენ გიორგის ძე ჯავრიშვილი ჯავახეთის ახალქალაქიდან გამგეობას უგზავნის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ აკრეფილ საწევრო თანხასა (23 მან.) და გადამხდელ პირთა სიას: შტაბსკაპიტანი მიხეილის ძე მუსხელიშვილი (6 მან.), „ნადვორნი სოვეტნიკი“ სვიმონ ალექსანდრეს ძე ლარნერი (5 მან.), ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (6 მან.), ვასილ იოსების ძე ორბელიანი (6 მან.). საზოგადოების საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი ამავე ბარათზე სათანადო წარწერითა და ხელმოწერით ადასტურებს ფულის მიღებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ბერიძეს ტილოზე უნდა გადაეტანა ის ნახატი, რომელიც მიხაი ზიჩმა თბილისის საარტისტო წრისთვის დახატა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფოსტალიონის მწერალი იყო ი. ჩიტავა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებული საკომერციო კურსები, რომლის მიზანი იყო სპეციალური საკომერციო განათლება მიეცა ქალ-ვაჟებისთვის, მოემზადებინა და ესწავლებინა ანგარიში, მდებარეობდა სოლოლაკში, ლაბორატორიის ქუჩის N 11-ში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცმა თბილისში ქალებისა და ვაჟებისთვის საკომერციო კურსები დააარსა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებულ საკომერციო კურსებზე 1886-1887 წლის სასწავლო წელს ისწავლებოდა შემდეგი საგნები: საკომერციო ეკონომიკა, საკომერციო არითმეტიკა, ბუღალტერია (მარტივი, ორკეცი და საბანკო), არითმეტიკა საანგარიშოთი, საკომერციო მიწერ-მოწერა, სავაჭრო და სათამასუქო წესდებანი, სწრაფი, გარკვეული, ლამაზი წერა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები წოვიანოვები თბილისში სიონის ქუჩაზე ფლობდნენ საბანკირო კანტორას.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შორაპნის მაზრის ექიმის ფერშალი (თანაშემწე) იყო გ. მახარაძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებული საკომერციო კურსები მსურველებს შეეძლოთ უსასყიდლოდ შეესწავლათ ძმების წოვიანოვების საბანკირო კანტორაში სიონის ქუჩაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებულ საკომერციო კურსების შესწავლის მსურველებს, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ შეეძლოთ წერილით დაკავშირებოდნენ ხ. პ. მანუელიანცს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა.

