რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ამიერკავკასიის ისეთ ადგილებში, სადაც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს თავად პატრონობდნენ, უფლება ჰქონდათ ერთი წლით თავი გაეთავისუფლებინათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან. სხვადასხვა რეგიონისთვის მთავარმართებელი თავად განსაზღვრავდა შეღავათით სარგებლობის წესებს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახმეტაში ნიკოლოზ ათანასის ძე მაყაშვილი ფლობდა იშვიათი გამოცემის „ვეფხისტყაოსანს“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახმეტაში ცხოვრობდა ნიკოლოზ ათანასეს ძე მაყაშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ახალი ამბავი, რომ ქაჩლიშვილმა გ. აბაშიძის მამულში დაწვა სახლი და ძნა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ილია ჭავჭავაძის სტატიის მიხედვით, მოქალაქე, რომელიც ისწავლიდა სომხების სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლის დასრულების შემდეგ ერთი წელი ჰქონდა დრო, რათა მიეღო სასულიერო წოდება, რაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან ათავისუფლებდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი სახელმწიფო მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩმა თბილისის სასწავლებლების შემოწმება დაასრულა და 4 სექტემბერს სინოდის ობერპროკურორის დავალებით სტავროპოლში გაემგზავრა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ა. ჩისტოვიჩი საერო სწავლა-განათლების მინისტრის საბჭოსა და სინოდის სასწავლო კომიტეტის წევრი იყო.

