რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იყო პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მუსიკის საზოგადოების დირექტორმა ივანოვმა კ. პ. პობედონოსცევისთვის ფისგარმონიაზე დაუკრა ყველა ის ხმა, რომელიც ნოტებით ჰქონდა გადაწერილი მღვდლების პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის, გრ. მღებრიშვილისა და ა. მოლოდინოვის დახმარებით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერისთავს ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერისთავი იყო ქართველების ქვეითი დრუჟინის მეთაური.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი გენერალ შეპელევთან ერთად ნოვოროსიისკში გეგმავდა გამგზავრებას, რათა ყუბანის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები მოენახულებინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 სექტემბერს კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი გენერალ შეპელევთან ერთად ბათუმში გაემგზავრა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი სტეფანოვი გადაჰყავდათ ნოვო-ჩერკასკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად სტეფანოვის ნაცვლად პატოცკი უნდა დაენიშნათ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო სტეფანოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 სექტემბერს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი და სახელმწიფო მრჩეველთა წევრი კ. პ. პობედონოსცევი თბილისიდან სოხუმში მიემგზავრებოდა და ათონის მონასტრის მონახულებას გეგმავდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის სექტემბრიდან ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი შეუდგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებლის თანამდებობის აღსრულებას.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის სექტემბრიდან ნ. ბერიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გალობის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ სოფრომ მგალობლიშვილს უარი უთხრა თბილისში, „ივერიის“ რედაქციაში, სამუშაოდ გადასვლაზე,ქალაქის ცხოვრება ჩაგითრევს და მწერლობას თავს დაანებებო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს თბილისში დაბრუნდა თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე, უმაღლესი კარის გოფმეისტერი ს. ს. გონჩაროვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს, კვირას უწმინდესის სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი შეხვდა სომხების ეპისკოპოსს და მასთან ერთად დაათვალიერა ძველი ვანქის ტაძარი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს, კვირას უწმინდესი სინოდის ობერპროკურორმა კ. პ. პობედონოსცევმა მთავარმართებელთან ერთად დაათვალიერა წმ. ნინოს სასწავლებელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 31 აგვისტოს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი იმყოფებოდა 1-ლ კლასიკურ გიმნაზიაში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 აგვისტოს ხელმწიფე იმპერატორის სახელწოდების დღეს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი სიონში დაესწრო სადღესასწაულო წირვას და ნაშუადღევს 3 საათზე სადილად მიწვეული იყო საქართველოს ეგზარხოსთან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 აგვისტოს კ. პ. პობედონოსცევი და ვლადიმერ კარლოსის ძე საბლერი საქართველოში ჩამოვიდოდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 აგვისტოს უწმინდესი სინოდის ობერპროკურორი პობედონოსცევი შეხვდა საქართველოს ეგზარქოსს. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატიო სამღვდელო პირები, სინოდისა და სასულიერო სასწავლებლის მოხელეები.

