რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვაჭრობის ზედამხედველი იყო ყორღანოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვაჭრობის ზედამხედველმა ყორღანოვმა მეფურნესთან ჩითახოვების სახლებში აღმოაჩინა გამგეობისაგან ბეჭედდასმული სასწორი და გირვანქიანები. მეფურნე სასამართლოსთვის უნდა გადაეცათ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჰაჯი ჰუსეინ-ყული თბილისში ფლობდა ფურნეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 21 მაისს ოთხშაბათს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილავდნენ არუთინოვის საქმეს, რომელსაც ბრალდებოდა მცირეწლოვანი ქალის გაუპატიურება და დახრჩობა. მისი საქციელით აღშფოთებული იყო მთელი თბილისი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილმა დაღესტანში ნაპოვნი მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი წიგნი შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელიც ძველი ხელნაწერი წიგნების ბიბლიოთეკას ფლობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს დაღესტანში უპოვნია მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ ნაწილში მოთხრობილი იყო მუსლიმთა სარწმუნოების წესი, მეორე ნაწილში – არაბულ-სპარსულ-ქართული ლექსიკონი, არაბული თვლის სისტემა და ანბანი საიდუმლო მიწერ-მოწერისთვის, ხოლო მესამე ნაწილში – ასოთსამღერალო.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 21 მაისს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს თბილისის საოლქო სასამართლომ 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვი ვაჭარი და მეფურნე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვს ყალბი ფრანგული გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვს გამგებლისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძეს ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. მის სახელზე საჩივარი იყო შეტანილი და საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მაისს ვაჭარ სოლომონ შაფრანოვის დუქანი გაძარცვეს და გაიტანეს 1000 მანეთის საქონელი და 300 მანეთი ნაღდი ფული. საქმეს თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილება იძიებდა, ეჭვმიტანილი არ იყო ცნობილი, თუმცა დამნაშავის დასაკავებლად განკარგულება გაცემული ჰქონდათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მაისს სასტუმრო „პარიჟში“ მარიამ კოსიჩენკომ ნიშადურის სპირტი დალია და თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც სამკურნალოდ გადაიყვანეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანს 52 ცხვარი და 2 ცხენი მოჰპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააპატიმრა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკ იოსელიანს სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვა ედებოდა ბრალად. იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 19 მაისს საკუთარ ფურნეში მოკლული იპოვეს მეფურნე ჰაჯი ჰუსეინ-ყული. მას რამდენიმე ათასი თუმანი ჰქონდა მოგროვილი, რაც მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ჰუსეინ-ყულის მუშამ ჰასანმა იცოდა თანხის შესახებ. იგი მიიმალა მკვლელობის შემდეგ, რაც ეჭვს ბადებდა, რომ ჰუსეინ-ყული სწორედ მან მოკლა გაძარცვის მიზნით.

