რეგისტრირებული ფაქტები86984
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: ახალი სენაკის განყოფილებას – სენაკის, აბაშის, ნოსირისა და ონტოფოსი, ქუთაისის განყოფილებას – სიმონეთის, კურსების, ხრესილის, სვირის, სულორის, ქვიტირისა და მუხიანის. ასევე ბაქოს, კავკავისა და ბორჯომის განყოფილების ბიბლიოთეკები. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ნიკოლოზ ზუბალაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა, 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ვახტანგ თულაშვილმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ეპისკოპოსი გაბრიელი 1881 წლიდან იხდიდა საწევროს, წლიურად 20 მანეთს.
1881
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, რევაზ ერისთავმა 1881 წელს საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ — ანასტასია წერეთლისას თბილისის პირველ სამკითხველოში საქველმოქმედო საღამოს გამართვის ნება დართეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 32-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 6 ნოემბერს ფოთის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლისთვის ქართული ენის მასწავლებლის არჩევა სთხოვა. საზოგადოებამ მასწავლებლად ლავრენტი წულაძე შეარჩია.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შალვა ამირეჯიბს 1909 წლის პირველ მარტამდე გაუგრძელა სტიპენდია.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ახალციხის ბიბლიოთეკისთვის 30 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 6 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, იაკობ სოლომოის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 13 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიების განაწილების ახალი წესები შეიმუშავეს.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ლეიტენანტი მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს მამულის –ერთი საკუთარის, ერთიც იჯარით აღებულის – გამგებლობა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ებარა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილი საგურამოს მამული მოიჯარე ელენე სტაუგაიტისმა გამგეობის წევრ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თანხმობით, ა. ი. კოპტევს გადასცა.

