რეგისტრირებული ფაქტები85404
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ს. დვალს ონის გამსესხებელ-შემნხაველთა ამხანაგობის თანხის უკანონოდ დახარჯვაში სდებდნენ ბრალს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივნისის „დროების“ ცნობით, ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის შრომითა და ძალისხმევით ისევ ფუნქციონირებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ივნისის „დროების“ ცნობით, ვ. დერინგის წარმოდგენა 7 ივნისისთვის გადაიდო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჭყონიამ სამუშაო ოთახი გაბრიელ თამამშევვის სახლში იქირავა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 ივნისს მ. და რ. რიჟინაშვილებს ქუთაისში სავაჭროდ გაქირავებული სახლი დაეწვათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ევროპის ბაღში ფიზიკოსმა დერინგმა ნისლოვანი სურათების გამოფენა გამართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ქალაქის მრჩეველთა სხდომა შიოევის სახლის თაობაზე ხმოსანთა ნაკლებობის გამო ვერ შედგა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ქუთაისის საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებას ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი, დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი ინტელიგენცია დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს ქუთაისში ესტატე მჭედლიძის პანაშვიდს გაბრიელ ეპისკოპოსი დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 ივნისს კოტე მესხი ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 2 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია, რომელშიც თელავის მაზრის უფროსს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს უსამართლო ხელმძღვანელად ახასიათებდნენ, რისთვისაც ჯაჯანიძისამ მისი მკვლელობა სცადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განვლილი წლის საქმეთწარმოება დაიბეჭდა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე აწერდა ხელს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში გაზეთმა „დროებამ“ მიიღო ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სახელმძღვანელო საღმთო სჯულის სასწავლებლად, შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია“, რომლის ფასი 60 კაპიკი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის ივნისში ვიქტორ მარტინოვსკი თბილისის ახალი ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორად დანიშნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში სულხანოვმა პოლიციის ჩინოვნიკ რობიტოვთან ერთად სოფელ ვეჯინში არაერთი ყვავილით დაავადებული ადამიანი აღმოაჩინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივნისის დროების ცნობით, მიხეილ ნასიძეს „დედა-ენის“ მსგავსი საყმაწვილო წიგნის გამოცემა სურდა, რომლის სახელწოდება „სამშობლო ენა“ იქნებოდა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის ივნისში ბაქოში პოლიცმაისტერის თანაშემწე ჯაფარ-ბეგ-ვიზიროვი მოკლეს.