რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მის განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გააკეთეს განცხადება ყველა განყოფილებისთვის საქმის წარმოების ერთნაირი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით. განცხადება გულისხმობდა, რომ საკვიტანციო წიგნში უნდა ჩაეწერათ ყველანაირი სახის შემოსავალი, შემდეგ ეს უნდა გადაეწერათ შემოსავალ-გასავლის წიგნში, რომელსაც აწარმოებდა ხაზინადარი. რაც შეეხება ოქმის შედგენას, რადგანაც გამგეობას არ ჰყავდა საქმისმწარმოებელი ოქმი უნდა შეედგინა გამგეობის მდივანს, გარდა ამისა მდივანი კიდევ აწარმოებდა ერთ წიგნს, სადაც ანბანის მიხედვით წერდნენ ყველა წევრის სახელს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების მეთხუთმეტე სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა დადგენილი წესით კავკავის სკოლაში ტიტე კახიძის ნაცვლად მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძის დროებით გამგედ დანიშვნა ეცნობებინათ სახალხო სკოლათა დირექციისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კავკავის სკოლაში.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა, მოსკოვის ქართული საზოგადოების გამგეობას ან კერძო პირს შეეკრიბა საწევრო გადასახადები. ასევე განიხილეს მისი თხოვნა, საზოგადოება მოსკოვის ქართველობას წიგნების გამოცემასა და პედაგოგიური მუზეუმის დაარსებაში დახმარებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა დაეკმაყოფილებინათ ნინო ყიფიანის თხოვნა, მიეცათ 100 მანეთი, რაც მას ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ გორის მაზრაში წარმოდგენებისა და საღამოების ჩასატარებლად სჭირდებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ელენე ჩიჯავაძის თხოვნა ორი თვის სტიპენდიის წინასწარ მიღების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ვარლამ იმნაძის თხოვნა ორი თვის სტიპენდიის წინასწარ მიღების შესახებ, რაზეც გამგეობამ უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის დეკემბერში ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს მისწერა, ქუთაისის სკოლაში გერმანული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩაეტარებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ისიდორე კვიცარიძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა კრედიტი 500 მანეთის ოდენობით (ამაში მისი ძველი კრედიტიც იგულისხმებოდა) ორი თავმდების ხელმოწერით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს თავადი ზაალ დავითის ძე ხერხეულიძე სახელმწიფო ბანკის კანცელარიის მმართველი იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა მოსკოვში პედაგოგიური მუზეუმის დაარსების შესახებ. გამგეობამ მუზეუმის დაარსება საჭიროდ მიიჩნია. ალექსანდრე ჯავახიშვილს მუზეუმისთვის ექსპონატების შეწირვის გამო მადლობა გადაუხადეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გრიგოლ ჩარკვიანის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მიხეილ გაჩეჩილაძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა 25 თუმნის კრედიტი ორი თავმდების ხელმოწერით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არ დააკმაყოფილა მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძის მოთხოვნა წიგნების საყიდლად 200 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის თაობაზე.

