საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1880

ტიპი: გარდაცვალება

1880 წელს ჩიხის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი მარკოზ სვიმონის ძე იაკობაშვილი გარდაიცვალა.

1880

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1880 წელს სასტუმრო „ლონდონში“ ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელი გაიცნო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ვასილ კირვალიძე სასტუმრო „ლონდონში“ მუშაობდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-88 წლებში მოსე მიხეილის (მიქაელის) ძე ლეჟავა ჭაგნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-96 წლებში ანტონ გიორგის ძე ნადირაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-83 წლებში იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი ჯალაურთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დაბადებულმა პავლე ჯაფარიძემ პირველდაწყებითი განათლება ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილმა თბილისში წარმოადგინა თავისი პირველი პიესა „მეხის ამცდენი“.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლიდან დუტუ მეგრელი ქუთაისის გიმნაზიის ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილმა დაამთავრა კიევის სამხედრო გიმნაზია.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს დავით კლდიაშვილი მოსკოვში გადავიდა სამხედრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს თედო სახოკია და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სხვა მოსწავლეები მარტვილიდან ახალ სენაკში გადაიყვანეს.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ ვასილ ბარნოვი დაინიშნა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წლიდან დავით კლდიაშვილი რუსეთის სამხედრო გიმნაზიაში სწავლობდა. მისი აზრით, ბავშვების აღრზდის, გონებრივი ჩამოყალიბებისა და ამავე დროს მათი გადაგვარების, ყოველივე ქართულის მივიწყების პროცესებისთვის თვალის მიდევნება მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ქართული საზოგადოებისთვის.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში ვალოდია ლორთქიფანიძემ ოდესის უნივერსიტეტი დაამთავრა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 25 დეკემბერს რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში გადასცა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 23 დეკემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანსა და რაფიელ ერისთავს სასკოლო სახელმძღვანელოების შემოწმება დაევალათ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 10 დეკემბერს ანა მუსხელიშვილმა და სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართეს, რომ სახალხო სკოლების დირექტორისთვის ქუთაისის სკოლის უწყება და პროგრამა გაეგზავნათ.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა იოსებ გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან სოფელ რუისის სკოლისთვის მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 1-ელი დეკემბრიდან ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველად ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე დანიშნეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 27 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ: დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი, ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი და ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 27 ნოემბრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.