საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფოტოგრაფ ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს დაღესტანში უპოვნია მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძის მიერ დაწერილი ხელნაწერი, რომელიც სამი ნაწილისაგან შედგებოდა: პირველ ნაწილში მოთხრობილი იყო მუსლიმთა სარწმუნოების წესი, მეორე ნაწილში – არაბულ-სპარსულ-ქართული ლექსიკონი, არაბული თვლის სისტემა და ანბანი საიდუმლო მიწერ-მოწერისთვის, ხოლო მესამე ნაწილში – ასოთსამღერალო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის გამოხმაურება ამავე გაზეთის მე-13 და მე-14 ნომრებში გამოქვეყნებულ სტატიებზე თბილისისა და ქუთაისის ბანკების შესახებ.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 21 მაისს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს თბილისის საოლქო სასამართლომ 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძე ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვი ვაჭარი და მეფურნე იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „კავკასია“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვს ყალბი ფრანგული გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვს გამგებლისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძეს ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. მის სახელზე საჩივარი იყო შეტანილი და საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 20 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ეკონომიური საჭიროებანი და გზების საკითხი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მაისს ვაჭარ სოლომონ შაფრანოვის დუქანი გაძარცვეს და გაიტანეს 1000 მანეთის საქონელი და 300 მანეთი ნაღდი ფული. საქმეს თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილება იძიებდა, ეჭვმიტანილი არ იყო ცნობილი, თუმცა დამნაშავის დასაკავებლად განკარგულება გაცემული ჰქონდათ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 მაისს სასტუმრო „პარიჟში“ მარიამ კოსიჩენკომ ნიშადურის სპირტი დალია და თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც სამკურნალოდ გადაიყვანეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანს 52 ცხვარი და 2 ცხენი მოჰპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააპატიმრა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსელიანი პოლკოვნიკი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკ იოსელიანს სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვა ედებოდა ბრალად. იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ინგლის-ირლანდიის ურთიერთობის გარშემო“.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 19 მაისს საკუთარ ფურნეში მოკლული იპოვეს მეფურნე ჰაჯი ჰუსეინ-ყული. მას რამდენიმე ათასი თუმანი ჰქონდა მოგროვილი, რაც მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ჰუსეინ-ყულის მუშამ ჰასანმა იცოდა თანხის შესახებ. იგი მიიმალა მკვლელობის შემდეგ, რაც ეჭვს ბადებდა, რომ ჰუსეინ-ყული სწორედ მან მოკლა გაძარცვის მიზნით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვს დავალიანება ჰქონდა 3794 მანეთი და 3 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ეკატერინა დიმიტრის ასულ გოგსაძეს დავალიანება ჰქონდა 4908 მანეთი და 66 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისს ქართულ თეატრში „ჰამლეტს“ წარმოადგენდნენ ჩარსკის მონაწილეობით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინო იაგორის ასულ ყიფიანს დავალიანება ჰქონდა 12 361 მანეთი და 52 კაპიკი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 8225 მანეთსა და 21 კაპიკს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მოღნინისა და ბებუთოვის ქუჩის N 21-ში მდებარე ორსართულაინი კეთილმოწყობილი ქვითკირის სახლი ფლიგელით და 87 საჟენი მიწა, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.