რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრანგმა მწერალმა ქალმა კანდიანი კოლონამ პროზაულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართლ-იმერეთის წმინდა სინოდის თანამშრომელი ილია მოსეს ძე კიკნაველიძე დროებით დაიკავებდა ამავე კანტორის მდივნის თანამდებობას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს რევაზ ვაჩნაძეს მკურნალობდა ქოჩორიანცი და, როცა იგი ძალიან ცუდად გახდა ნათესავებმა მოიწვიეს ექიმი ბუში, რომელმაც ქოჩორიანცის მიერ დანიშნული წამლების ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ ზედმეტი მორფი ჰქონდა ექიმს დანიშნული, რის შემდეგაც ქოჩორიანცმა ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის მომრიგებელ სასამართლოში უნდა გამართულიყო ექიმების ქოჩორიანცისა და ბუშის საქმის პროცესი. ქოჩორიანცი ბუშს ცილისწამებაში ადანაშაულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს რევაზ ვაჩნაძეს მკურნალობდა ექიმი ქოჩორიანცი.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი რევაზ ვაჩნაძე ბაკურციხეში გარდაიცვალა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო რევაზ ვაჩნაძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიკავკავის ქვეითი პოლკის უფროსი ექიმი იყო ბუში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კაპიტანი დეინეგი მკურნალობდა სამხედრო სამკურნალოში. მასთან 8 ივნისს სანახავად მისული ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო ასიტოვი და ნიკოლოზ ჩიხლაძე სპარსეთის ქვეშევრდომის ისქანდერ-ალექპერ-ოღლის დაჭრისთვის პოლიციამ დააპატიმრა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაჭრილი ისქანდერ-ალექპერ-ოღლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეტეხის ციხის პატიმარი ალექსეი ხაბელოვი სამუშაოდან გაიქცა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძეს შემთხვევით გაუვარდა თოფი და მარცხენა ხელი დაუშავდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინა აზოევისა იყო 18 წლის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებლის ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვისას საჩუქარი – ბრილიანტის თვლის ყელსაბამი სპარსეთის შაჰს მიართვა თბილისის კონსულმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელმა ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვიმა სპარსეთის შაჰს თავისივე სურვილით აჩუქა ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ყელსაბამი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე წინამძღვარმა დიმიტრი თუმანიშვილმა თავისი მრევლი მოიწვია კურთხევის აქტზე ხელმოსაწერად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურად გადაკეთებული ეკლესიების გახსნაზე დიმიტრი თუმანიშვილმა პარაკლისი გადაიხადა იმპერატორ ალექსანდე I-ის სახელზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი თუმანიშვილმა ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიების გახსნაზე წირვა ჩაატარა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი თუმანიშვილი ამაღლებისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კათოლიკური ეკლესიების წინამძღვარი იყო.

