საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90095

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ არც ერთ სოფელში სტუმრებს პატივს ისე არ სცემდნენ, როგორც სოფელ ჯგილათში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ სოფელ ჯგილათში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობდა. მათ სწამდათ, რომ სტუმარს ანგელოზიც თან მიჰყვებოდა და ამიტომ, სტუმრებს განსაკუთრებული პატივისცემით იღებდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ კარგი იქნებოდა სწორედ ისე დაეცვათ საქართველოს სხვა კუთხეებში ქართული გალობის კილო, როგორც სოფელ ჯგილათში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ სოფელ ჯგილათში ქართული გალობის სტრიქონებს წერდა. მან მოისმინა თუ როგორ გალობდნენ სოფელში ადგილობრივები და მოსმენილით აღფრთოვანებული დარჩა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ შორაპნის მაზრის სოფელ ჯგილათში ძველი ქართული გალობის კილო კვლავ შენარჩუნებული და დაცული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ შორაპნის მაზრის სოფელ ჯგილათში ყველა ბავშვმა რვა წლიდან იცოდა კარგად და ზედმიწევნით ყველანაირი ქართული საგალობელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სიმონ ჭუმბურიძე წერდა, რომ შორაპნის მაზრის სოფელ ჯგილათში თითოეული ოჯახის უფროსმა აზნაურმა იცოდა ყველანაირი ქართული გალობა და წირვის წესი. ისინი ასწავლიდნენ შვილებს, ცოლებს და სხვებს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, მადლიერი იყო დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში შენახული ძველი ხელნაწერების აღწერა მას რომ მიანდვეს და მინაწერების გადმოწერა მოასწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ კარგი იქნებოდა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ქაღალდზე ნაწერი ძველი ხელნაწერების მინაწერები გადმოეწერა, მაგრამ დრო არ ჰქონდა და ვერ მოახერხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების მინაწერები „ქართვლის ცხოვრების“ ცნობებს ამტკიცებდა და ქართული სიტყვის X-XI საუკუნეში აღორძინებას ადასტურებდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოში მხოლოდ ტყავზე ნაწერი ხელნაწერი წიგნების მინაწერების გამოწერა შეძლო და მალე დასაბეჭდად გაგზავნიდა. ეს მინაწერები ისტორული ცნობებით მდიდარი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში შენახული 110 წიგნი ისტორიულ და ბიბლიოგრაფიულ მინაწერებს შეიცავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ტყავზე ნაწერი ძველი ხელნაწერი იყო მხოლოდ 22, დანარჩენი კი – ყველა ქაღალდზე ნაწერი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, რომ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერები მოსამსახურე პირებმა მოიპარეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელაშვილი წერდა, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ძველი ხელნაწერების რაოდენობა ბევრად მეტი იქნებოდა ლეკების შემოსევის დროს რომ არ განახევრებულიყო.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 24 ივლისს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან მიიღო რუსი ორიენტალისტის, ალექსეი გრენის წერილი და მისი ნაშრომი ქართული ენის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 23 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საქართველოს ძველი ისტორიისა და მწერლობის განძი“.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 ივლისს გაზეთ „თეატრში“ ალექსი კვალიაშვილის სტატიის „წერილი რედაქტორთან“, დასაწყისი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 21 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ომის საფრთხის წინ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის საცენზურო კომიტეტს სთხოვა, რომ ექვთიმე ხელაძესთვის დაერთოთ ნება, წიგნად გამოცემის მიზნით „ივერიის“ სხვადასხვა ნომრებში „ნაკვესებისა“ და „დამაკვირდის“ რუბრიკებში გამოქვეყნებული მასალა ამოებეჭდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივლისს დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილმა მაჰმადიანი პოპიაშვილი ქრისტიანად მონათლა და სიმეონი დაარქვა. ნათლობას უამრავი ადამიანი დაესწრო, ნათლობის შემდეგ პოპიაშვილს ხალხი სიხარულისაგან გარს ეხვეოდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივლისს თბილისის საარტისტო წრის საზაფხულო სადგომში გამართულ საღამოზე ვოლფზონის 8 წლის ქალიშვილი წყლით სავსე აუზში ჩავარდა და სიკვდილს გადაარჩინეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 19 ივლისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ომის საფრთხის წინ“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმს თბილისის დრამატული დასი ეწვია. მსახიობები ორ ნაკადად გაიყვნენ წარმოდგენების ჩასატარებლად და მოსახლეობაც იძულებული გახდა ორივე ნაკადის ღონისძიების ბილეთები შეეძინა.