საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88410

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს კაპიტანი ფარსადან მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1884

ტიპი: სტატუსი

1884 წელს მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, პოლიევქტო კიკალიშვილი ექიმი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 21 ნოემბერს ივანე ლეჟავა დიდი ჯიხაიშის ბიბლიოეკის ხელმძღვანელად დაინიშნა.

1884

ტიპი: სტატუსი

1884 წელს იოსებ მრევლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს რაჟდენ სოლომონის ძე ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბაგრატ ბეთანელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლის დაფინანსებაზე უარი უთხრა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს ბაგრატ ბეთანელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლის დაფინანსება სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 21 ნოემბერს თევდორე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ჯამაგირის მიღებამდე მისთვის 10 თუმანი ესესხებინათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სამკითხველოს 94.95 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ასლან მომცემლიძეს შესაწირის მიცემაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ  გიორგი იოსელიანის წიგნის შეძენაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ ივნისს ჰქონდა 124 მანეთი და 56 კაპიკი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს რაფიელ ისარლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, პარიზის მსოფლიო გამოფენაზე წაღებული ქართული წიგნები საზოგადოებისთვის შეეწირა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თევდორე რაზიკაშვილს დახმარებაზე უარი უთხრა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამაცრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ორი განყოფილებით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველომ ხარჯების სახით 26 მანეთი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ქეთევან ირაკლის ასული ბაგრატიონ-მუხრანსკისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედ როინაშვილისთვის, შემწეობა 20 მანეთი უნდა მიეცათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით პოლიევქტო კიკალიშვილს ხონის სამკითხველოსთვის თანხის შეგროვების უფლება მისცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ზაქარია ფალიაშვილისთვის მისაცემი ჰონორარი, 20 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სოფელ დვირის სკოლას 30 „დედა ენა“ და 100 ცალი ქართული ენის რვეული გაუგზავნა.