საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 1-ლი მაისიდან თბილისის საადგილმამულო ბანკი ცლიდა თავის ოფისს, რომელიც სოლოლაკის ქუჩაზე კ. გრუზინსკის სახლში მდებარეობდა. სახლის ქირაობის ახალი მსურველები ბანკის გამგეობაში უნდა მისულიყვნენ პირველის ნახევრიდან ორის ნახევრამდე.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყაზაროვის ფურნეში აღმოაჩინეს 7 თვის უმად გამომცხვარი პური, რომელიც ნავთლუღის მოხუცთა თავშესაფარში იყო გაგზავნილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი თბილისში რუსული საიმპერატორო საზოგადოების კრებაზე კავკასიის ზოოლოგიის შესახებ ცნობებს განიხილავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ფსევდონიმი ვ. ო. იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ლექსი „ლოცვა“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაბინი ოზურგეთის მაზრის მომრიგებელი მსაჯული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგმა ახალი დრამა „ცხოველი სურათები“ დაწერა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე დრამას „ცხოველ სურათებს“ წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე სცენას „არსენადან“ - არსენა და სირაჯს წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე დივერტისმენტს წარმოადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე წარმოადგენდა სცენას ვოდევილიდან „დილა ქორწილის შემდეგ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს ქართული დრამატული დასის არტისტი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ქართულ თეატრში სალიტერატურო საღამოზე ლექსებს წაიკითხავდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აპრილის ღამეს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ისზი-გადჟი-კერიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცევს და 980 მანეთის ღირებულების საქონელი გაიტანეს. დამნაშავის საპოვნელად გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 აპრილს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ირზი-გაჯი-ქიარიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცვა ქილბალაი-ყიაზუმ-მაშადი-ირზი-ოღლიმ, რომელიც დააკავეს. დაკარგული საქონლის უმეტესი ნაწილი პოლიციამ აღმოაჩინა და მეპატრონეს დაუბრუნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანდიდატი სოლომონ სანებლიძე სამსახურიდან დაითხოვეს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ნ. მალიშევი სამეგრელოს თავადი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მალიშევის მამულების სამმართველო ქუთაისში მესხეთის ქუჩაზე მდებარეობდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავეტიქ სტეფანოვი ქალაქ თბილისში ნავთლუღის ახლოს აგურის ქარხანას ფლობდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირაკოზ ვართანოვი ქაზახის მაზრის მცხოვრები იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ილია მელიქ-ახნაზაროვი ელიზავეტპოლის საოლქო სასამართლის კანცელარიის მწერლად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით გედოიათ-ბეგ ახუნდოვი თბილისის საოლქო სასამართლოს თარჯიმნად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ივანე ფირუმოვი ამიერკავკასიის აქციზის სამმართველოში უფროს კონტროლიორად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ტროფიმე შჩერბინინი სამსახურიდან დაითხოვეს.